FM97.5 / LIVE

„რუსთავი 2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.02.2017
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საპროტესტო აქციას, რომელიც თბილისში, რუსთაველზე გაიმართება, სამცხე–ჯავახეთიდან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ 500–მდე მხარდამჭერი შეუერთდება.

„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან

აქციის მონაწილეები სამცხე–ჯავახეთიდან დილიდან გაემგზავრნენ.

როგორც პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გელა დემეტრაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, აქციაზე რეგიონიდან მათი 400–მდე მხარდამჭერი გაემგზავრა.

„ჩვენ ვუერთდებით „რუსთავი 2“–ის პროტესტს, ამიტომ რეგიონიდან მხარდამჭერები უკვე წავედით თბილისში“, – ამბობს გელა დემეტრაძე.

„რუსთავი 2“–ს მხარდაჭერას, სამცხე–ჯავახეთიდან „ნაციონალური მოძრაობაც“ უცხადებს თუმცა, აქციაზე ჯერ მხოლოდ ახალციხიდან, 100–მდე მხარდამჭერი გაემგზავრა.

რაც შეეხება პარტიის ასპინძის, ბორჯომისა და ადიგენის მხარდამჭერებს, ისინი ამბობენ, რომ „რუსთავი 2“–ის აქციას მომდევნო დღეებში შეუერთდებიან.

„ჩვენ დღეს არ წავსულვართ, რა თქმა უნდა ვუერთდებით აქციას და მონაწილეობასაც შემდეგ დღეებში მივიღებთ, როგორც ვიცი, ეს პროტესტი პერმანენტულ სახეს მიიღებს“, – გვითხრა ადიგენის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რატი ტატალაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დღეს, 19 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე 14:30 საათზე დაიწყება. აქციას სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შეუერთდება.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია ”რუსთავი 2” - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. პროტესტის ნიშნად, 18 თებერვლიდან ”რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა. ასევე გათიშულია ტელეკომპანია ”მარაო”, “COMEDY არხისა” და ”რუსთავი 2”-ის ვებგვერდები.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

“რუსთავი 2”–მა აქციის დაწყებასთან ერთად მაუწყებლობაც განაახლა
ტელეკომპანია ”რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა
თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან
რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან
‘ევროპული საქართველო’  ახალციხელებს  აქციაზე  იწვევს
„არ დავუშვებთ რუსთავი 2–ის დახურვას“ – „ნაციონალების“  აქცია  ახალციხეში  [Photo]
დღეს თბილისში „რუსთავი2“-ის მხარდასაჭერად აქცია-კონცერტი გაიმართება