FM97.5 / LIVE

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენს უზენაესში გაასაჩივრებენ

მთავარისამართალი 05.11.2015
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გენადი იაკობაძეს 20 წლიანი პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში თავისუფლებით არ შეუცვალეს. ბრალდებულის ადვოკატი უზენაეს სასამართლოს მიმართავს;

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენს უზენაესში გაასაჩივრებენ

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის გენადი იაკობაძის ადვოკატმა რამინ პაპიძემ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავისუფლების აღკვეთა 20 წლით მიესაჯა, სააპელაციოში გაასაჩივრა.

პაპიძე მეორე ინსტანციის სასამართლოში ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და გენადი იაკობაძის გათავისუფლებას ითხოვდა. მისი თქმით, იაკობაძე ფსიქიკურად დაავადებულია, ეს ექსპერტიზითაც დგინდება და ამიტომ სასამართლომ მასზე გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

სააპელაციო სასამართომ რამინ პაპიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატი აცხადებს, რომ მეორე ინსტანციის სასამართოს გადაწყვეტილებას უზენაესშიც გაასაჩივრებს და იგი აქაც გენადი იაკობაძისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს.

შეგახსენებთ, გენადი იაკობაძე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილით და ასევე, 109–ე მუხლის 1გ, 2ბ და 3 ა ნაწილებით.

გოგაშენში მომხდარი მკვლელობაც და ამ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებიც, რეგიონში ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული მოვლენები იყო. შეგახსენებთ, მომხდარს აქციები და სოფელში დაპირისპირებები მოჰყვა, დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესებიც ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სააპელაციოში გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს
20-წლიანი პატიმრობა – განაჩენი ორი ადამიანის მოკვლისთვის
ახალციხის სასამართლო ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობის ვადა ეწურება