FM97.5 / LIVE

სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის განვითარების გეგმებზე იმსჯელეს

მთავარიეკონომიკა 05.11.2015
როგორ უნდა განვითარდეს სამცხე–ჯავახეთი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კომბინირებით; ამ საკითხზე ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს.

სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის განვითარების გეგმებზე იმსჯელეს

სოფლის მეუნრობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილი, სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭეველაძე და ფერმერი ზაზა ივანიძე 29 დღის განმავლობაში იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც სოფლის მეურნეობისა და აგროტურიზმის მიმართულებით იქაურ მიდგომებს გაეცნენ. იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ კი მომზადდა სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს სამცხე–ჯავახეთი ამ ორი მიმართულების კომბინირებით.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნანა ზუბაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს აღნიშნული გეგმა გააცნო.

როგორც ნანა ზუბაშვილი განმარტავს, რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმაში ჩადებულია სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კომბინირებით სამცხე–ჯავახეთის შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე რამდენიმე მუნიციპალური გეგმის დამუშავება, პროდუქტის ბრენდირება და ფერმერთა ასოციაციების შექმნა.

„გვინდა ჯერ ახალციხის კარტოფილის ბრენდირებით დავიწყოთ, რომელსაც შემდეგ მოყვება ალკოჰოლური სასმელების ხილისგან წარმოება, თაფლის წარმოება და ასე შემდეგ“, – განმარტავს ზუბაშვილი.

მისივე თქმით, ამ გეგმის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„დეკემბერში შევხვდებით ფერმერთა ჯგუფებს და ჩამოვაყალიბებთ ასოციაციებს, რომლებიც საქპატენტში გააკეთებენ განაცხადებს, ამაში ჩართული იქნება სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდგომ იქნება დამუშავებული მუნიციპალური განვითარების გეგმები სოფლის მეურნეობისა და აგროტურიზმის კომბინირებით, იანვარ–თებერვალში კი შევარჩევთ სამ ფერმერს, რომლებთანაც მოხდება აგრო ტურის გაკეთება თავისი ინფრასტრუქტურით“, – ამბობს ნანა ზუბაშვილი.

რამდენად შესაძლებელია აღნიშნული გეგმის განხორციელება სამცხე–ჯავახეთში ამაზე რეგიონის გუბერნატორი საუბრობს.

"შერჩეულია სამიზნე მუნიციპალიტეტები, სადაც შეიძლება განხორციელდეს ის კონკრეტული ინიციატივები, რომელსაც მუნიციპალური საწარმო შექმნა ჰქვია. ეს ყველაფერი სამცხე–ჯავახეთს წაადგება იმაში, რომ ბრენდის სახე ექნება მიცემული და ცნობადი იქნება საქართველოს და შემდეგ უკვე ქვეყნის საზღვრებს გარეთ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე.

სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის განვითარების გეგმებზე იმსჯელეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეურნე: იაპონიის გამოცდილება საქართველოსთვის[Video]
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
GARDA–მ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
სამხარეო საბჭომ რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილა
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა