FM97.5 / LIVE

ახალციხეში 79 წლის ელენა აკოფიანი დაიკარგა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.03.2019
მეექვსე დღეა ოჯახის წევრები ახალციხეში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ელენა აკოფიანს ეძებენ.

ახალციხეში 79 წლის ელენა აკოფიანი დაიკარგა

აკოფიანი სახლიდან 22 მარტს, 05:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

„რომ გავიღვიძე ლოგინში აღარ იწვა, სახლში ვეძებე და რომ ვერ ვნახე ეზოში გავედი, კარი ღია იყო, არ ვიცი რა მოხდა და სად წავიდა“, – ამბობს დაკარგული ქალის მეუღლე.

ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა: „რა მოხდა არ ვიცი, პიჟამოებით და ჩუსტებითაა გასული. ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია, მარტო წნევა აწუხებდა, წინა დღით სასწრაფოც გვყავდა გამოძახებული, ნებმსები გაუკეთეს და კარგად გახდა“.

დაკარგვადე ერთი დღით ადრე ელენა აკოფიანი ტელეფონით დას ესაუბრა, თუმცა ლიზა ავაკიანმა საეჭვო ვერაფერი შენიშნა: „არაფერი არ ვიცი, წინა დღეს კარგად მელაპარაკა, მეორე დღეს კი მისმა ქმარმა დარეკა თქვენთან ხომ არ მოვიდაო. ვერაფერს ვიტყვი, მე სხვაგან ვცხოვრობ ის კი თავის სახლში იყო“.

79 წლის ქალის გაუჩინარება უკვირთ მეზობლებსაც: „ხშირად იყო გარეთ, ეკლესიაში დადიოდა. ფიზიკურად თავს კარგად გრძნობდა. გარეთ არაფერს ამბობდა და სახლში თუ რამე პრობლემა ჰქონდა ვერ გეტყვით. ჩვენც მაშინ გავიგეთ მდინარის ნაპირას რომ ეძებდნენ, მაგრამ ვერ ნახეს“.

ოჯახის წევრების თქმით, მომხდარი სამართალდამცველებს შეატყობინეს და ძებნაც დაწიყო. იძიებს თუ არა პოლიცია ქალის დაკარგვის ფაქტზე საქმეს, უცნობია. „სამხრეთის კარიბჭე“ შსს–დან პასუხს ამ დრომდე ელოდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დაკარგული ქალის გვამი მყვინთავებმა მდინარეში ნახეს
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 31 წლის ქალის გარდაცვალების საქმე
‘შვილების გამო  იტანს’  –  ახალციხეში ქმარმა ცოლზე იძალადა
14 დღეა ახალციხელ ანაიდა ოგანესიანს უშედეგოდ ეძებენ

ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი ისევ კლინიკაში რჩება
ახალციხეში, მდინარის ნაპირას 82 წლის მამაკაცი გარდაცვილილი იპოვეს
სპეცოპერაცია ახალციხეში, დაკავებულია ერთი პირი