FM97.5 / LIVE

განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.03.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სკოლების მასწავლებელებს გააცნო.

განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო

შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. სქემის შესახებ განათლების მინისტრი და მისი მოადგილეები, ერთ საათს საუბრობდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლები საუბრობდნენ იმის შესახებ, რა მიზანი აქვს ამ სქემას და რამდენად მნიშვნელოვანია მისი დანერგვა.

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა 2016 წლიდან უნდა დაინერგოს, როგორც დედაქალაქის. ასევე რეგიონის უნივერსიტეტებში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების ჩართულობა. პედაგოგები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, მაღალკვალიფიციურად უნდა მომზადდნენ“, – განმარტა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის დამატებით მექანიზმებსა და მათი ქართული ენის კომპეტენციების განვითარებაზე გაკეთდა.

როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, აქამდე არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის ვერც საგნობრივი და ვერც პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებას მათ მშობლიურ ენაზე. ახლა კი ამაზე მუშაობა დაწყებულია.

განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო

შეხვედრაზე ითქვა, რომ განათლების სამინისტრო საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებასაც გეგმავს. როგორც მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ განმარტა, დეფიციტურ სკოლებში ერთ მასწავლებელს რამდენიმე საგნის სწავლება უწევს, ამისთვის კი პედაგოგების გადამზადება გახდა საჭირო.

სამინისტროს წარმომადგენლებმა პედაგოგების ხელფასების გაზრდაზეც ისაუბრეს და პრეზენტაციის სახით 2014– 2017 წლებში მასწავლებლების საშუალო ანაზღაურების მაჩვენებელი აჩვენეს.

„2014 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 360 ლარი იყო, 2015 წელს კი 440 ლარს შეადგენს, 2016 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 510 ლარი იქნება, 2017 წელს კი 830 ლარს მიაღწევს. გარდა ამისა პედაგოგები გარკვეულ თანხას დანამატის სახითაც აიღებენ“, – ნათქვამი იყო პრეზენტაციაში.

სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ბილინგვური მასწავლებლის, როგორც დამატებითი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგის საუნივერსიტეტო მომზადებაზეც. ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში, მათ შორის სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდება „მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამები და მულტილინგვური მოდული“.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებს კითხვები ძირითადად მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაზე ჰქონდათ.

განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო

[მანანა სარაშვლი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მასწავლებლებისთვის სქემის გზამკვლევი ითარგმნა
მასწავლებელთა შეფასების სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა
ახალციხეში მასწავლებელთა შეფასების სქემა განიხილეს
ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში
სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო
იწყება ტრენინგები პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის
არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის