FM97.5 / LIVE

რა შენიშვნები აქვს ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით

მთავარიეკონომიკა 02.11.2015
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" მხარს არ დაუჭერს. რა შენიშვნები აქვს ოპოზიციის წარმომადგენელს სამცხე–ჯავახეთში.

რა შენიშვნები აქვს ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით
რეგიონებში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი 2 ნოემბერს ახალციხეში საქართველოს პარლამენტის, სამინისტროებისა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს.

ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ ენმ აღნიშნულ პროექტს მხარს არ დაუჭერს.

"ფაქტობრივად ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პენსიის მატება და ძალიან გაბერილია მთავრობის შენახვის ხარჯები, ამით თავისუფლად შეიძლებოდა პენსიონერებისთვის 50 ლარამდე პენსიის მატება. ამ და სხვა მოსაზრებების გამო ჩვენ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ", – ამბობს ვაჟა ჩიტაშვილი.

დეპუტატმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს პარლამენტისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი შენიშვნები გააცნო. მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა სახელმწიფო აპარატის ხარჯების შემცირების ხარჯზე პენსიები გაზრდილიყო. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე ჩიტაშვილმა რეგიონში გაზიფიცირების საკითხიც დააყენა. ვაჟა ჩიტაშვილმა განმარტა, რომ სამცხე–ჯავახეთში საკმაოდ მკაცრი კლიმატური პირობებია და თითოეულ სოფელს სჭირდება გაზიფიცირება. ამასთან, რეგიონში უკვე აღარ არსებობს საშეშე მერქანი და ადგილობრივები სამასალე მერქანს იყენებენ.

"გაზიფიცირებისთვის დამატებით შეიძლებოდა, რომ მუნიციპალიტეტისთვის მილიონი ლარი მაინც გამოყოფილიყო", – მიმართა დეპუტატმა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ვაჟა ჩიტაშვილის შენიშვნებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიების ზრდა ჩადებული არ არის. ხოლო რაც შეეხება გაზიფიცირების პროცესს, ამისთვის გარკვეული თანხები გათვალისწინებულია, თუმცა, კონკრეტულად სად რა იგეგმება, შეხვედრის მონაწილეებისთვის ცნობილი არაა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი
ვაჟა ჩიტაშვილი 'სამხრეთის კარიბჭეში'გასულ „დღის კითხვას“ ეხმაურება
'ჩემი კანდიდატურა განიხილება' – ვაჟა ჩიტაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე
2013 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება
ვაჟა ჩიტაშვილმა ფრაქცია შეიცვალა
ახალციხის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო