FM97.5 / LIVE
იმ „დღის კითხვას“ ეხმაურება, სადაც გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მას არ იცნობენ.">

ვაჟა ჩიტაშვილი 'სამხრეთის კარიბჭეში'გასულ „დღის კითხვას“ ეხმაურება

მთავარისაზოგადოება 25.02.2015
ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილი, იმ „დღის კითხვას“ ეხმაურება, სადაც გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მას არ იცნობენ.

ვაჟა ჩიტაშვილი 'სამხრეთის კარიბჭეში'გასულ „დღის კითხვას“ ეხმაურება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ვაჟა ჩიტაშვილის განცხადებით, ის მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობენ, უბრალოდ დაიბნნენ.

„ვნახე თქვენი დღის კითხვა, ძალიან გამიკვირდა, იმიტომ კი არა, რომ ძალიან ცნობადი სახე ვარ და ყველა უნდა მიცნობდეს. უბრალოდ იმიტომ, რომ ვინც თქვენ ქუჩაში გამოკითხეთ, მათი უმრავლესობა ჩემი ახლობელი და ნათესავია“, – ამბობს ჩიტაშვილი.

ასევე, მისი განცხადებით, „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ გამოკითხული ერთ–ერთი ქალბატონი მასთან რამდენიმე დღის წინ იყო მისული: „პრობლემები ჰქონდა სამასალე ხის გამოწერასთან დაკავშირებით, ეს საკითხი დადებითად გადაწყდა და მან სამასალე ხისთვის ბილეთი მიიღო“.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ „სამხრეთის კარიბჭემ“ კითხვა არასწორად დასვა: „თქვენ ჰკითხეთ, ვინ არის ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი. მათ შეიძლება იფიქრეს ქალაქის დეპუტატებზე, მაგალითად, გელა პეტაშვილზე, ამბარცუმ ბაბოიანზე და ამიტომ დაიბნენ. უკეთესი იქნებოდა კითხვა დაგეზუსტებინათ და პარლამენტიც გეხსენებინათ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჟა ჩიტაშვილი: ‘მთავარმა პროკურატურამ, არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით, კარგად იმუშავა’
დღის კითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხის მაჟორიტარს პარლამენტში [Video]
ვაჟა ჩიტაშვილი: წყალთბილაში მოსახლეობა უბანზე მიკროავტობუსებით მიჰყავთ
რა შენიშვნები აქვს ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით
ვაჟა ჩიტაშვილი: ‘ხელისუფლების ერთ-ერთი მინუსი პრობლემების სხვაზე გადაბრალებაა’
ვაჟა ჩიტაშვილი: „თემის და ქალაქის გაერთიანება დადებითად მიმაჩნია“
ვაჟა ჩიტაშვილი დაზარებული სტუდენტების მშობლებს პარლამენტში წაიყვანს