FM97.5 / LIVE

ორი წლიანი ჩავარდნის შემდეგ, ‘მტკვარიჰესის’ მშენებლობა განახლდება

მთავარიეკონომიკა 27.03.2014
2012 წლის 1 აპრილს შეჩერებული, „საუკუნის მშენებლობად“ შეფასებული „მტკვარიჰესის“ მშენებლობა, რამდენიმე თვეში განახლდება და არ არის გამორიცხული, პროექტში კორექტივები შევიდეს.

ორი წლიანი ჩავარდნის შემდეგ, ‘მტკვარიჰესის’ მშენებლობა განახლდება
სამხრეთ საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე მშენებარე, „მტკვარიჰესის“ მშენებლობას „თანაინვესტირების“ ფონდი გააგრძელებს. ფონდში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 100 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით „მტკვარიჰესის“ ინვესტორ კომპანიასა და “თანაინვესტირების ფონდს“ შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„ენერგეტიკის სამინისტრო გაუწევს მონიტორინგს, რომ პროექტის გაყიდვის შემთხვევაში, ახალმა კომპანიამ ინვესტორის მიერ 2009 წელს სახელმწიფოს წინაშე აღებული ყველა ვალდებულება შეუცვლელად გადაიფორმოს“, - ნათქვამია წერილში, რომელიც „სამხრეთის კარიბჭემ“ საქართველოს ენრგეტიკის სამინისტროდან მიიღო.

„მტკვარიჰესის“ გენერალური დირექტორი ბიძინა ბეჟუაშვილი ამბობს, რომ ინვენსტორთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა: „თანაინვესტირების ფონდი“ აღნიშნული პროექტით ძალიან არის დაინტერესებული. ამ ეტაპზე მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ვფიქრობთ, რომ ახლო მომავალში ყველაფერი მოგვარდება“.

მისი თქმით „მტკვარიჰესის“ პროექტში ძირეული ცვლილებები არ განხორციელდება, თუმცა შესაძლებელია მცირე კორექტივები შევიდეს: „მაგალითად, გაიზარდოს ჰესის სიმძლავრე“.

როდის გაგრძელდება ორი წლის წინ შეჩერებული მშენებლობა, ბეჟუაშვილი ვერ აკონკრეტებს.

„მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცა სამი თვე საკმარისია იმისთვის, რომ იურიდიულ დოკუმენტებს ხელი მოეწეროს“,- ამბობს იგი.

„მტკვარიჰესის“ მშენებლობა 2009 წლის ნოემბერში დაიწყო და 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ჰესიდან ინვესტორები გავიდნენ და 2012 წლის პირველ აპრილს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მშენებლობა შეჩერდა. ჰესზე მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, მშენებლობაზე 20 მილიონ დოლარზე მეტი უკვე დაიხარჯა.

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთში მშენებარე ჰესების შესახებ, ერთი წლის წინ, 2013 წლის 14 მარტს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხები უნდა შეესწავლათ: „ძალიან მკაცრი მინისტრი გვაყავს გარემოს დაცვის და ძალიან აქტიურობს. ბუნება უნდა შევუნახოთ შვილებს. შეიძლება დროებით ჩვენ მივიღოთ რაღაც სარგებელი და მომავალში მივიღოთ უარესი. ორი მხარეა, ორივე მხარეს ვაძლევ მე თავისუფლებას. ხათუნა როცა გამოდის, გაჩერება უნდა ყველაფრის, მეორე მხრიდან კალაძე ბობოქრობს, რომ ენერგია გვჭირდება. მთავრობაში ხშირად ხდება ასე, ნორმალურია ორივე მინისტრს უნდა ჰქონდეს საშუალება დაიცვას თავისი სამინისტრო”.

მოგვიანებით, 2013 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობა გაზაფხულზე გაგრძელდებოდა: „როგორც ვიცი, „მტკვარიჰესს“ დაფინანსების პრობლემა ჰქონდა და ინვესტორებს ეძებდნენ. სწორედ ამის გამო შეჩერდა მშენებლობა. მათ ვადების გადაწევა მოითხოვეს, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ. ჩემი ინფორმაციით ინვესტორი უკვე ნახეს და სამუშაოებსაც მალე განაახლებენ“.

პირვანდელი პროექტის მიხედვით, ჰესის სიმძლავრე 48 მგვ უნდა ყოფილიყო. თუმცა, კორექტირების შედეგად ჰესის დადგმული სიმძლავრე 53, 3 მგვ იქნება. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი 255,2 გეგავატი. სთ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორწლიანი ძებნის შემდეგ 'მტკვარიჰესისთვის' ინვესტორები მოიძიეს
ივანიშვილი: ”ხათუნა როცა  გამოდის, გაჩერება უნდა ყველაფრის, მეორე მხრიდან კალაძე ბობოქრობს”
ახალციხეში ენერგეტიკის მინისტრს ელოდებიან

სამცხე-ჯავახეთში 11 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი
”მტკვარიჰესი” ინვესტორებს ეძებს
'მტკვარი ჰესის' პროექტზე ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოეწერა ხელი