FM97.5 / LIVE

‘გაიცანი საქართველო’ – მედიატური სამცხე–ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება 24.10.2015
პროექტის „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში, ქართველი ჟურნალისტები სამცხე–ჯავახეთის ტურისტულ ძეგლებს მოინახულებენ და მესხურ სამზარეულოს დააგემოვნებენ.

‘გაიცანი საქართველო’ – მედიატური სამცხე–ჯავახეთში

ჟურნალისტები სამცხე–ჯავახეთს დღეს, 24 ოქტომბერს ესტუმრნენ. მათ უკვე მოინახულეს აწყურის ციხე და რაბათის იტორიული კომპლექსი. დაესწრნენ ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში სპეციალურად მათთვის გამართულ დისკუსიას, რომელზეც სამცხე–ჯავახეთის ტურისტულ პოტენციალზე იმსჯელეს და დაათვალიერეს რაბათის კომპლექსი.

დღის მეორე ნახევარში ჟურნალისტები საფარის სამონასტრო კომპლექსს მოინახულებენ, საღამოს კი მესხურ კერძებს დააგემოვნებენ. ხვალ პრესტური ვარძიის კომპლექსში სტუმრობით გაგრძელდება.

‘გაიცანი საქართველო’ – მედიატური სამცხე–ჯავახეთში სამცხე–ჯავახეთში პრესტური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ახალციხის მერიისა და ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.

პროექტს „გაიცანი საქართველო“, შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მსგავსი ტურები საქართველოს არაერთ კუთხეში მოეწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ პროექტის იდეა შიდა ტურიზმის სტიმულირებაა: „ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და შემოვუძახოთ ჩვენს თავსაც და მათაც, რომ დაათვალიერონ საქართველოს სხვადასხვა კუთხე“.

‘გაიცანი საქართველო’ – მედიატური სამცხე–ჯავახეთში სამცხე–ჯავახეთში ჟურნალისტებს მეგზურობა ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ გაუწია. ახალციხის ციხის ტურიზმის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩერქეზიშვილმა სტუმრებს ახალციხის ციხის ისტორია გააცნო და იმ გეგმებზე ესაუბრა, რასაც ციხის ადმინისტრაცია რაბათის პოპულარიზებისთვის გეგმავს. მისი თქმით, ადმინისტრაციას რამდენიმე პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი: „ამათგან ზოგი უკვე ბოლო ეტაპამდეა მისული, დათვლა უნდა. მიდის მოლაპარაკებები, მერიასთან, ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ამას მარტო მერია, ან ციხე ვერ გააკეთებს“.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, 2015 წლის იანვრიდან 23 ოქტომბრამდე, რაბათს 475 464 ვიზიტორი ესტუმრა, ამათგან, 37305 უცხოელი.

ქალაქ ახალციხის მერი, გიორგი კოპაძე, ვიზიტორების მატებას ადმინისტრაციის მენეჯმენტის გაუმჯობესებას უკავშირებს.

‘გაიცანი საქართველო’ – მედიატური სამცხე–ჯავახეთში „მე ჩემი მოსვლის დღიდან ვამბობდი, რომ არ მომწონდა ციხის ხელმძღვანელობა და შევცვალეთ კიდეც. მათ უკვე დაიწყეს მუშაობა და დღევანდელი დღეც ამის შედეგია. წინსვლა არის, გაორმაგდა უცხოელი ტურისტების რაოდენობა და შემოსავლებმაც იმატა. მე რასაც ვამბობდი, რომ მენეჯმენტის გაუმჯობესება და რეკლამირება მოგვცემდა შედეგს, გამართლდა კიდეც. იმ 200.000–ით (ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდია, 200.000 ლარი. ს.კ.) და თავისი შემოსავლებით ციხე ინახავს თავს“, – განაცხადა ახალციხის მერმა.

პრესტურის მონაწილეებს რაბათში მდებარე სასტუმრო „ჯინო ველნესი“ მასპინძლობს.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, სამცხე–ჯავახეთში, რომელსაც კარგი ტურისტული პოტენციალი აქვს, ტურუსტული ინფრაქსტრუქტურისა და სერვისების განსავითარებლად კერძო ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო: "ტურისტს სჭირდება ღამის გასთევი, კვება. საჭიროა წავახალისოთ კერძო სექტორი, რომ განვითარდეს მსხვილი ტურისტული ობიექტები. ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ინვესტორებს, რომ სასტუმროები და საჭირო ინფრასტრუქტურა განავითარონ. ვიცით რომ მაგალითად ვარძიას და რაბათს ბევრი ტურისტი სტუმრობს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი და უნდა შევუქმნათ ის პირობა, რომ მეტი ხნით დარჩნენ აქ".

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დირექტორი: 'ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკაში ცდომილებაა'
სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის ახალი ორგანიზაცია იქმნება
ინფო-ტური ახალციხის ციხეში
სამცხე–ჯავახეთში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა
როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის
ახალციხის მერი: დაფინანსების შემცირებით რაბათის ადმინისტრაციამ მარკეტინგზე დაიწყო ფიქრი
რაბათში ‘ქაჯეთის ციხის’ აღების სცენა გაცოცხლდა [Photo]