FM97.5 / LIVE

ახალციხის მერი: დაფინანსების შემცირებით რაბათის ადმინისტრაციამ მარკეტინგზე დაიწყო ფიქრი

მთავარიეკონომიკა 03.02.2015
ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე ახალციხის ციხის შესახებ მედიაში გასულ მასალებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ციხეში შტატების შემცირება აუცილებელი იყო, ბიუჯეტის შემცირებით კი ციხის ადმინისტრაციამ მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე დაიწყო ფიქრი.

ახალციხის მერი: დაფინანსების შემცირებით რაბათის ადმინისტრაციამ მარკეტინგზე დაიწყო ფიქრი

ახალციხის მერმა რაბათის შესახებ დღეს, 3 თებერვალს, მედიისთვის სპეციალური ბრიფნგი გამართა. კოპაძემ განმარტა, რომ ციხეში შტატების შემცირება ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის შემცირებამ გამოიწვია. გასულ წელთან შედარებით, 2015 წელს, ქალაქ ახალციხის ბიუჯეტიდან ციხის დაფინანსება 250.000 ლარით შემცირდა.

„არც კოლექტივთან და არც იქ მყოფ ადამიანებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, აქ არის საუბარი კანონთან ურთიერთობაზე. როცა მე გადავიბარე ქალაქის მერია და ააიპ ახალციხის ციხე, მაშინ 104 თანამშრომელი მუშაობდა. 70 ადამიანზე მეტი ხელშეკრულებით იყო აყვანილი, რაც ჩემი აზრით ზედმეტი იყო“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ციხისთვის ბიუჯეტის შემცირების იდეა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციას გაუჩნდა.

„ჩვენც დავეთანხმეთ. როცა გადავხედეთ ბიუჯეტს, ონკანის ოთხი მომშვები სულაც არ იყო საჭირო. ის თანხა, რაც ციხეს მოაკლდა, დაიხარჯა ავარიული სახლის რეაბილიტაციაზე, ხიდის რემონტზე, სკვერების მოწესრიგებაზე და ასე შემდეგ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თანხის მოკლებამ გამოაცოცხლა ციხის ადმინისტრაცია“, – ამბობს კოპაძე და ამატებს, რომ ციხეს შეუძლია თავისი შემოსავლებით, სწორი მენეჯმენტითა და ფართების გაქირავებით შემოსავლიანი გახდეს.

ქალაქის მერი ფიქრობს, რომ ციხეს ბევრი სამსახური, რაც ამჟამად ფუნქციონირებს, არ სჭირდება: „მაგალითად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. ამ სფეროს ჩვეულებრივად გაუძღვება ორი სპეციალისტი“.

კოპაძე ციხის დირექტორის დანიშვნის თემასაც გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მუშაობით კმაყოფილია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ილია სიდამონიძე ამ თანამდებობაზე დაინიშნება: „მაგალითად იანვარში 100–ით მეტი ვიზიტორი იყო, ვიდრე წინა თვეში. ეს მიგვანიშნებს, რომ მათ დაიწყეს უკვე მენეჯმენტზე ფიქრი“.

რაც შეეხება კითხვას, როგორ ეძებენ ახალ კადრს ციხის დირექტორის პოსტზე, კოპაძემ აღნიშნა: „კანონი არ ითხოვს, რომ ვაკანსია გამოცხადდეს, ეს არის მერის პრეროგატივა, ნებისმიერი ააიპ–ის დირექტორს ქალაქის მერი ნიშნავს და მე ამ პრეროგატივას გამოვიყენებ“.
რაც შეეხება ციხის დათვალიერების გაძვირებას, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ფასმა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის მოიმატა.

„ის დაპირება, რომ ახალციხელებისთვის ციხის ტერიტორიაზე შესვლა უფასო იქნება, ეს გაკეთდება ალბათ იმის ხარჯზე, რომ ბიუჯეტიდან გამოვყოფთ თანხას, რადგან ციხეს ამის საშუალება არ აქვს“, – განუცხადა კოპაძემ მედიას.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის დეკემბრიდან ახალციხის ციხემ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლებისა და შტატების შემცირება დაიწყო. ადგილობრივმა ბიუჯეტმა კი ციხეს სუბსიდია შეუმცირა. ციხეში მომხდარ მოვლენებს სისტემატურად აშუქებდა "სამხრეთის კარიბჭე", კვირას კი თემა "პოსტკრიპტუმმა" გააშუქა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ელგუჯა ბიჭაშვილი: ‘ახალციხის ციხეზე კადრები გაბერილი არასოდეს ყოფილა’
ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს
‘ახალციხის ციხეში’ შტატები და ხელფასები შემცირდა
ახალციხის მერმა „ახალციხის ციხის“ დირექტორად შესაბამისი კადრი ვერ შეარჩია
ახალციხის ციხეს ივნისში 25 695 ვიზიტორი ჰყავდა
2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა
ახალციხის ციხის გიდი: ‘ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ’