FM97.5 / LIVE

ვინ უნდა დაიცვას პედაგოგი, როცა კლასში პრობლემები იქმნება

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.10.2015
როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ კლასში კონფლიქტური ვითარება იქმნება; ვინ უნდა დაიცვას მასწავლებელი ასეთ დროს და ნიშნავს თუ არა ბავშვების მიერ შექმნილი პრობლემები პედაგოგის უფლებების დარღვევას; ვინ უფრო ისტრესება მაშინ, როცა კლასში შექმნილი პრობლემა საზოგადოების განსჯის საგანი ხდება;

ვინ უნდა დაიცვას პედაგოგი, როცა კლასში პრობლემები იქმნება

ამ და სხვა კითხვებით, „სამხრეთის კარიბჭემ“ იურისტს, განათლების სპეციალისტსა და ფსიქოლოგს მიმართა. სამივე მათგანმა, მეხუთე საჯარო სკოლაში მასწავლებელის მიერ მეექვსე კლასელებზე განხორციელებული შესაძლო ცემის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ მომხდარი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. იმისთვის კი საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, მაშინ როცა მასწავლებელს კონფლიქტური ვითარება ექმნება ერთ, ან რამდენიმე ბავშვთან, მის მოგვარებაში სკოლის ადმინისტრაცია, დამრიგებელი და მშობელი უნდა ჩაერთოს.

„კონფლიქტის მოგვარებაში ასევე უნდა ჩაერთონ მომხდარი ფაქტის შემსწრე მოსწავლეები. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბავშვებთან ურთიერთობა, რომლებიც უყურებდნენ მასწავლებლისა და ბავშვების კონფლიქტს. სკოლაში კონფქლიტის მოგვარების მექანიზმი უნდა არსებობდეს“, – აცხადებს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში“ განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი.

მისი თქმით, მასწავლებლობა ნიშნავს იმას, რომ იგი ფლობს საგანს და აქვს კლასის მართვის უნარი: „პირადად ვიცნობ ეთერ გვირჯიშვილს, იგი პროფესიონალია, მე არ ვიცი რეალურად რა მოხდა, მაგრამ ბავშვზე არა თუ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც კი გამართლება არ აქვს, ეს კანონითა და მასწავლებლის ქცევის კოდექსით რეგულირდება“.

შეკითხვაზე, როცა ბავშვები ძალიან ხმაურობენ და პედაგოგს არ ემორჩილებიან, ან როცა კონფლიქტური ვითრება იქმნება, ირღვევა თუ არა ამით პედაგოგის უფლებები და ვინ უნდა დაიცვას იგი, მოსიაშვილი გვპასუხობს: „კონფლიქტის გარეშე კლასი არ არსებობს. ზოგს რთული ქცევა აქვს, ზოგს გარდატეხის ასაკი, ზოგს კი ოჯახური პრობლემა. საშიში კონფლიქტის არსებობა კი არა, ის არის, როცა მისი დარეგულირება არ ხდება. მასწავლებელის უფლებებს კი დაცვა სჭირდება მაშინ, როცა მისი უფლებები იზღუდება. მაგრამ კლასში შექმნილი პრობლემები არ არის მასწავლებლის უფლებების დარღვევა“.

კლასში შექმნილ კონფლიქტურ ვითარებას, მასწავლებლის უფლებების დარღვევად, არც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ირმა პავლიაშვილი მიიჩნევს. მისი თქმით, თუ ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ მასწავლებელი კლასს ვეღარ აკონტროლებს, მან დამრიგებელი ან დირექტორი უნდა დაიხმაროს და ასეთ დროს თავად ბავშვების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება: „როგორც არ უნდა გამოხვიდე წყობილებიდან, ეს არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ეთიკის კოდექსი დაარღვიო და ისეთი რამ ჩაიდინო, რაც დისციპლინური გადაცდომის, ასევე შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“.

ფსიქოლოგ ანა არგანაშვილს ისიც უკვირს, თუ რატომ ნიშნავს შესაძლო ძალადობის ფაქტზე მოკვლევის ან გამოძიების დაწყება, მასწავლებლის უფლებების დარღვევას: „ჩვენი მიზანი იყო, რომ მომხდარზე რეაგირება მოეხდინათ. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მანამდე კი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ არასრულწლოვნების მდგომარეობას, სრულწლოვანი ადამიანი თავს კარგად დაიცავს. მართალია, ბავშვების ვინაობა არ მჟღავნდება, მაგრამ ისინი ინტერესდებიან და კითხულობენ ყველაფერს. ამიტომ, ნებისმიერი კომენტარი, რომელსაც ისეთები აკეთებენ, რომლებიც არ იცნობენ ბავშვების უფლებებს, უხეშად არღვევს მათ უფლებებს“.

არგანაშვილის თქმით, უპირობოდ იმას, რომ მასწავლებელმა ბავშვები სცემა, არავინ ამტკიცებს: „მაგრამ თუ ძალადობის ეჭვი წარმოიშვა, ის არ შეიძლება, რომ რეაგირების გარეშე დარჩეს“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მასწავლებელს ეთერ გვირჯიშვილს მეექვსე კლასის მოსწავლეები ცემაში ადანაშაულებენ. იგი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს. შესაძლო ძალადობის ფაქტზე დაწყებულია ძიება. თუმცა ვიდრე გამოძიება დაადგენს იმას თუ რა მოხდა რეალურად, გვირჯიშვიმა სკოლის დატოვება გადაწყვიტა.

რამდენიმე დღეა მეხუთე სკოლაში მომხდარი სოციალური ქსელების განხილვის თემაა. მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ "მშობლებს მომხდარი არ უნდა გაემჟღავნებინათ", "სახლში ყველა სცემს ბავშვებს", "ალბათ დაიმსახურეს", "მომხდარის გამო მასწავლებელი ძალიან ცუდადაა", "მასწავლებლის უფლებებს არავინ იცავს" და ა.შ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამინისტრო: ‘მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტს დისციპლინური საბჭო შეისწავლის’
მეხუთე სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლის დატოვება გადაწყვიტა
ახალციხის მეხუთე  სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ
მეხუთე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლაში დაბრუნება  სთხოვეს
ახალციხის მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
N5 სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს