FM97.5 / LIVE

11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.03.2019
ახალციხეში ერთ–ერთ სკოლაში, იმ მეექვსე კლასის დამრიგებელმა, რომელშიც 11 წლის ბიჭი მასწავლებელსა და თანაკლასელებს ბულინგში ადანაშაულებს, კლასი დატოვა. 11 წლის ბიჭს და დამრიგებელს კლასში ყველა, 14–ვე ბავშვის მშობელი უპირისპირდებოდა.

11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს

დღეს, 26 მარტს მეექვსე კლასის დამრიგებელმა კლასი დატოვა, სანაცვლოდ კი ბავშვები გაკვეთილებზე გამოცხადდნენ. ეს მშობლების მოთხოვნა იყო. მათი მტკიცებით, 11 წლის ბიჭს კლასში არავინ აბულინგებს, დამრიგებელი კი მის პოზიციას იჭერდა. ამიტომ 14 მშობელი წერილობით ითხოვდა, რომ დამრიგებელს კლასი დაეტოვებინა, სანაცვლოდ კი ის მასწავლებელი დაებრუნებინათ კლასში, რომელსაც 11 წლის ბიჭის ბულინგში ადანაშაულებენ. მშობლებმა ეს პროტესტითაც გამოხატეს და გუშინ, 25 მარტს, არცერთი ბავშვი სკოლაში არ გაუშვეს.

„კლასი დავტოვე, მშობლების ძალადობის გამო. მე დავტოვე კლასი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე არ ვარ იმ პედაგოგის მსგავსი, რომელიც ბავშვეზე ძალადობდა და არ მინდა ჩემს ამბიციებს შეეწიროს ბავშვის და სკოლის ინტერესები. უკვე ძალიან დიდი ზეწოლაა ჩემზე. მაგათმა მე ულტიმატუმი წამომიყენეს, რომ ის პედაგოგი უნდა დამეცვა. ჩვეულებრივად მშობლებისგან ბულინგის მსხვერპლი ვარ“, – გვითხრა დამრიგებელმა.

მშობლები დამრიგებლის გადაწყვეტილებას მიესალმებიან: „ის კლასში მხოლოდ ერთი ბავშვის ინტერესებს იცავდა, ამიტომ ვითხოვდით მის წასვლას. რადგან უკვე წავიდა, ბავშვები გაკვეთილებზე ჩვეუელბრივ გავუშვით“.

სკოლის დირექცია ჯერ შექმნილ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს. სკოლაში რჩება მანდატურის სამსახურიდან ჩამოსული ფსიქოლოგების ჯგუფი. თუმცა, 11 წლის ბიჭი, 18 მარტის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სკოლაში არ დადის.

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკისრა. მასწავლებელი ბავშვზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მან კლასი დატოვა. ამის გამო. კლასში ყველა, 14–ვე ბავშვის მშობელი 11 წლის ბიჭს დაუპირისპირდა. დედები ირწმუნებიან, რომ ბავშვი და მისი ბებია ცრუობს, მოზარდი სკოლაში არავის დაუჩაგრავს და ყველაფერი მოგონილია.

11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ
11 წლის ბიჭი სკოლაში დაბრუნდა, მის კლასს კი ახალი დამრიგებელი ჰყავს
11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
მეორე კვირაა 11 წლის ბიჭი სკოლაში არ დადის, მისი კლასელები კი გაკვეთილებზე დაბრუნდნენ
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
დამრიგებელი, რომელსაც მშობლებმა კლასი დაატოვებინეს, დაკითხვაზე დაიბარეს