FM97.5 / LIVE

'სამხრეთის კარიბჭეს' სტატიამ ქარტიის პრიზი მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.12.2016
საუკეთესო სტატიის კატეგორიაში, 'სამხრეთის კარიბჭეს' სტატიამ – "სადავო სამკვიდრებელი", საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი მიიღო.

'სამხრეთის კარიბჭეს' სტატიამ ქარტიის პრიზი მიიღო

ქარტიამ ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულები 24 დეკემბერს, ქარტიის რიგით მერვე საერთო კრებაზე გამოავლინა. გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ.

❖ ნომინაციაში – საუკეთესო სტატია, გამარჯვებულად "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტების, თამუნა უჩიძისა და ოთარ აწყურელის მასალა, "სადავო სამკვიდრებელი" დასახელდა.
საუკეთესო მულტიმედია პროექტად შეფასდა ონლაინგამოცემა "ნეტგაზეთის" პროექტი “უჩინარები”, რომლის ავტორები არიან: დავით ქოქოშვილი და ელენე ხაჭაპურიძე;
საუკეთესო საგამოძიებო მასალისთვის, პრიზი მიიღო სტუდია მონიტორის ჟურნალისტების, გიორგი მგელაძისა და ნინო რამიშვილის ფილმმა:"აგენტი პროვოკატორი 2".
ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი, გადაცემით – სასკოლო განათლება „რეალურ სივრცეში“
❖ ჟიურის გადაწყვეტილებით, წელს პრიზი არ გაიცა ნომინაციაში “საუკეთესო ვიდეორეპორტაჟი”.

თუმცა, წელს, ქალთა უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემის წარმოჩენაში ქარტიის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპეციალური პრიზი გადაეცა აიდა მირმაკსუმოვას სტატიისთვის „საქართველოში გოგონათა წინადაცვეთის ფაქტები გამოვლინდა“ (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი).


"სამხრეთის კარიბჭეს" სტატია, რომელმაც ქარტიის პრიზი მიიღო, ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას ეხება. სოფელ ადიგენში
მიმდინარე წლის გაზაფხულზე მუსლიმი და ქრისტიანი თემი ერთმანეთს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ქრისტიანები მუსლიმ მეზობლებს ცალკე სასაფლაოს გახსნის უფლებას არ აძლევდნენ. მართლმადიდებელი ქრისტიანები ფიქრობდნენ, რომ თუ ცალკე სასაფლაო გაიხსნებოდა, მერე იქ მეჩეთსა და მინარეთსაც დადგამდნენ. დაპირისპირება რამდენიმე დღეს გრძელდებოდა, სოფელი ორ ბანაკად გაიყო, სოფელში ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებდნენ.

საქმეში ადგილობრივი ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი ჩაერთო. იყო მოლაპარაკებების მცდელობა. საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ – გადაწყდა, რომ მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილს ქრისტიანების სასაფლაოს გვერდით გამოყოფდნენ. ორივეს ცალ–ცალკე შესასვლელი ექნებოდა და შუაში საზღვარს გაავლებდნენ.

"ეს არის მასალა, რომელიც გასწავლის, როგორ უნდა გააშუქო რელიგიური კონფლიქტი ისე, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მხარე; რომ ხელი შეუწყო მშვიდობიან დიალოგს. ამ მასალისა და საერთოდ, მისი მუშაობისთვის ეკუთვნის ამ გამოცემას ჯილდო", – განაცხადა დაჯილდოებისას აირექს საქართველოს ხელმძღვანელმა ლია ჩახუნაშვილმა.


ქარტიის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი 1 ნოემბერს გამოცხადდა. ერთი თვის ვადაში საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ყველა მსურველს შეეძლო. კონკურსში, ყველა ნომინაციაში, ჯამში 65 განაცხადი შევიდა.

როგორც ქარტიაში განმარტავენ, ოთხ კატეგორიაში კონკურსი IREX-ის პროექტის მხარდაჭერით გამოცხადდა, ხოლო პრიზი “ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისთვის” დაწესებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სამხრეთის კარიბჭეს' ფოტომ ევროკავშირის პრიზი მიიღო [Photo]
პოლონეთის ფონდის კონკურსში, პირველი ადგილი ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ფოტოს ერგო
წაღვერის სკოლის მასწავლებელს ეროვნული ბიბლიოთეკის პრიზი გადაეცა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
ნომინაციაში „რუსთველოლოგია“გამარჯვებული გამოვლინდა
პოლონეთის ჯილდო  „სამხრეთის კარიბჭეს“
ხვალ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება გაიმართება