FM97.5 / LIVE

ახალციხის უნივერსიტეტში მიგრაციაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.10.2012
"ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის" ქართული ენის კაბინეტში „სამეცნიერო გულანის“ სხდომა გაიმართა.

ახალციხის უნივერსიტეტში მიგრაციაზე იმსჯელეს
მოხსენების თემა „ მესხეთში მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მიგრაციული პროცესები “ იყო.

აუდიტორიას თემა პროფესორმა მედეა ბურდულმა წარუდგინა. სხდომას უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მისი მოხსენება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის შიდა მიგრაციულ პრობლემეს ეხებოდა.

მედეა ბურდულმა მის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა. მან ყურადღება, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკოლოგიურ მიგრაციაზეც გაამახვილა და თითოეული მათგანი ცალცალკე განიხილა.

1944 წელი და 1980-იანი წლები ეს ის მნიშვნერლოვანი თარიღებია, როდესაც მასშტაბური შიდა მიგრაციული პროცესები განხორციელდა. სხადასხვა კუთხეებიდან მოსახლეობის ჩასახლება მესხეთის ტერიტორიაზე 1944 წელს პოლიტიკური მოტივით, ხოლო 1980-იან წლებში ეკოლოგიურმა პრობლემებმა განაპირობა.

სწორედ ამ პერიოდში არსებულმა ხელისუფლებამ აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ადგილობრივი მოსახლეობა მესხეთში ჩამოასახლა. შიდა მიგრაციული პროცესები შეეხოთ იმერლებსაც.

მომხსენებელმა ჩამოსახლებულების პრობლემებზეც ისაუბრა და ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებაც აღნიშნა. თემაზე საუბრისას მან ის ეთნოგრაფიული მასალები გამოიყენა, რომელიც სხადასხვა სოფლებში სტუმრობისას დაუგროვდა. ძირითადი ეთნოგრაფიული მასალები ახალციხიდან, ასპინძიდან და ადიგენიდან იყო აღებული.

მედეა ბურდული ისტორიის სპეციალობის სტუდენტებთან ერთად, მესხეთის სხვადასხვა სოფლებში 3 წელია გასვლით ეთნოგრაფიულ კვლევებს აწარმოებს. მისი თქმით, სტუდენტებთან ერთად, ამ თემაზე კვლავ გააგრძელებს მუშაობას.

სამეცნიერო გულანის სხდომები ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს იმართება. მორიგ შეხვედრას განსხვავებული თემით ახალი მომხსენებელი ეყოლება.

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ’ - მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
ახალციხის  N1 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, მედეა ჟღენტი გარდაიცვალა
‘გულანის’ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
სტუდენტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერთვებიან
სალომე ზურაბიშვილი მესხეთის თეატრში პრემიერას ესწრება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის 160 წლის იუბილე აღნიშნეს