FM97.5 / LIVE

'მასწავლებელი და საზოგადოება'– საჯარო ლექცია ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 06.10.2015
დღეს, 6 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე –„მასწავლებელი და საზოგადოება“. შეხვედრას დაწყებითი განათლების სტუდენტები, პროფესორ– მასწავლებლები და პედაგოგები დაესწრნენ.

'მასწავლებელი და საზოგადოება'– საჯარო ლექცია ახალციხეში

შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 11:00 საათზე დაიწყო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ლექციაზე ის პედაგოგები ჰყავდა მიწვეული, რომლებმაც სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი დაამთავრეს და წარმატებული კარიერა აქვთ.

საჯარო ლექცია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მიწვეულმა პედაგოგებმა უნივერსიტეტში გატარებული წლები გაიხსენეს და იმ მნიშვნელობებზე ისაუბრეს, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარათ.

„ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები სტუმრის სტატუსით. ჩემს ლექტორებს და მომავალ პედაგოგებს ვულოცავ მასწავლებლის დღეს. რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას მასწავლებლის მიმართ, ვფიქრობ, რომ დღეს უფრო ამაღლებულია, ვიდრე წლების წინ“,– ამბობს ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე.

შეხვედრაზე ახალბედა პედაგოგი მირანდა წინწკალაძეც ჰყავდათ მიწვეული, რომელმაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირველად, სკოლის კარი, პედაგოგის რანგში შეაღო: „როდესაც სატუდენტი ვიყავი, ვამბობდი სხვადასხვა საგნებზე, რომ ამის სწავლა არ გვჭირდებოდა, მაგრამ პირიქით, ყველაფერი უნდა ისწავლო, აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოგადგება“.

„ძალიან ბედნიერი ვარ, დღეს ჩემი სტუდენტებით არის გადატენილი ეკლესია–მონასტრები, სკოლები და მთელი საქართველო. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ტყუილად არ მიშრომია“, – განაცხადა პროფესორმა ნათელა ბერიძემ.

საჯარო ლექცია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს გულიკო ბექაურს მიჰყავდა. ლექციის დასრულების შემდეგ, მიწვეულ პედაგოგებს უნივერსიტეტმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

'მასწავლებელი და საზოგადოება'– საჯარო ლექცია ახალციხეში

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა
ხვალ უნივერსიტეტში  ასტრონომიული აღმოჩენების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა
‘პოლიტიკა და ბიზნეს პიარი’ – ლალი მოროშკინას საჯარო ლექცია ახალციხეში
უნივერსიტეტის რექტორი სკოლის დირექტორებს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა ცერემონია გაიმართა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს