FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა ცერემონია გაიმართა

მთავარისაზოგადოება » განათლება 29.10.2015
დღეს, 29 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებმა და მაგისტრანტებმა, უნივერსიტეტის დასრულება იზეიმეს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა ცერემონია გაიმართა

უნივერსიტეტის დასრულება მანტიებით სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს პირველად აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 250 სტუდენტი დაესწრო.

„კურსდამთავრებულებს წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ. მინდა, რომ მათ, ბედნიერი ქვეყანა შეექმნათ, ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენ და მათ სურთ. თუ მოვინდომებთ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ.

მისი თქმით, წელს სტუდენტებმა სწავლა განსხვავებულ ამპლუაში, მანტია მოსხმულებმა დაასრულეს. ეს დღე ისტორიულია და არცერთ სტუდენტს არ დაავიწყდება.

„ბედნიერი ვარ, მინდა, რომ ყველამ გამოცადოს ის ბედნიერება, როგორიცა ამ მანტიით სწავლის დასრულება“, – ამბობს კურსდამთავრებული მანანა კოხოძე.

მანტიებით სწავლის დასრულების იდეა, უნივერსიტეტის ლექტორს, სტუდენტთა კარიერული ზრდისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, მერი სახამბერიძეს ეკუთვნის. როგორც თვითონ ამბობს, სწავლის დასრულებას მანტიით საფუძველი დღეს ჩაეყარა და მომავალშიც გაგრძელდება: „ეს ტრადიციად იქცევა და სამცხე–ჯავახეთის უნივერისტეტის ყველა სტუდნეტი სწავლას მანტია მოსხმული დაასრულებს“.

ღონისძიებას გამგეობისა და გუბერნიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კურსდამთავრებულთა ცერემონია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში  [Photo]

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო
წითელას ეპიდემიის გამო სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის დაწყება გადაიდო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში წელს სტატუსი 82 სტუდენტს შეუჩერდა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა