FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.04.2015
"სოკრატე ანტიკურობის განმანათლებელი", "ერი, როგორც წარმოსახვითი ერთობა და კონსტრუქცია" – ამ თემებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ახალციხეში საჯარო ლექცია წაიკითხეს.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა
საჯარო ლექცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. უნივერსიტეტის აუდიტორიაში შეკრებილმა საზოგადოებამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისგან საჯარო ლექცია მოისმინეს თემებზე: "სოკრატე ანტიკურობის განმანათლებელი" და "ერი, როგორც წარმოსახვითი ერთობა და კონსტრუქცია".

"თანამედროვე საზოგადოებას, როგორც ქართულს ისე ევროპულსაც, დრო და დრო სჭირდება გახსენება ორიენტირების, რა არის ზნეობრივი და სამართლებრივი ორიენტირები მართლა თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ამ თვალსაზრისით ვიფიქრე, რომ სოკრატეს მაგალითზე შეიძლებოდა ამ პრინციპების ჩვენება, რაც ქმნის თანამედროვე ევროპულ საზოგადოებას", – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი.

პროფესორი გიორგი მაისურაძის თქმით, აუდიტორიის მხრიდან უდიდესი ინტერესი იყო: "რაც დიდი საჩუქარია მათთვის, ვინც ლექციას კითხულობს"

მიმდინარე წლის მაისის თვეში ილიას და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

"ვიდრე მემორანდუმს გავაფორმებდეთ, ჩვენ გარკვეული ტრადიცია გვაქვს ამ ტიპის სამეცნიერო კონტაქტების, რომ მემორანდუმი არ უნდა იყოს ფარატინა ქაღალდი და ის უნდა იყოს სერიოზული სამუშაო. ამიტომ შესავალი უკვე დაწყებულია და მაისში გავაფორმებთ მემორანდუმს", – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე.

მისივე თქმით, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საჯარო ლექციებს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები ილიას უნივერსიტეტში წაიკითხავენ. ასევე იქნება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა
'მასწავლებელი და საზოგადოება'– საჯარო ლექცია ახალციხეში
უნივერსიტეტში ჟურნალის „არავი“ პრეზენტაცია გაიმართა
ხვალ უნივერსიტეტში  ასტრონომიული აღმოჩენების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება
‘პოლიტიკა და ბიზნეს პიარი’ – ლალი მოროშკინას საჯარო ლექცია ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება