FM97.5 / LIVE

‘პიონერი’ პროექტი და ააიპ–ები ხალხის დასასაქმებლად – ახალციხის მერის ანგარიში მოსახლეობას

მთავარიპოლიტიკა 05.10.2015
რა ეამაყება ახალციხის მერს და რას პირდება მოსახლეობას სამომავლოდ – დღეს, 5 ოქტომბერს, ახალციხის მერმა სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოებას ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

‘პიონერი’ პროექტი და ააიპ–ები ხალხის დასასაქმებლად – ახალციხის მერის ანგარიში მოსახლეობას

შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. დისკუსიის პირველი ნაწილი, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, მერის ანგარიშს დაეთმო, მომდევნო ერთი საათი კი ახალციხის მერი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა.

გიორგი კოპაძემ მუშაობის შეჯამება ქალაქში განხორციელებული ინსფრასტრუქტურული პროექტებით დაიწყო. მისი თქმით, მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალციხისთვის 1.700.000 ლარი გამოიყო და ამ თანხით ხუთი პროექტი განხორციელდა. მაგალითად, გურამიშვილის ქუჩაზე 379.000 ლარი დაიხარჯა, ანდრია პირველწოდებულისა და თაყაიშვილის ქუჩებზე 372.000, ივანე ახალციხელის ქუჩის მოსაწყობად 399 000: „ეს არის პირველი ეტაპი, 90 პროცენტი ამ პროექტებისა შესრულებულია, თუმცა მომავალ წელს მუშაობა კვლავ გაგრძელდება. ეს ის ქუჩებია, რომლების გაკეთებასაც მოსახლეობას პირადად დავპირდი“.

კოპაძის განცხადებით, არა ერთი პროექტი განხორციელდა ქალაქში ადგილობრივი ბიუჯეტითაც: „გარე განათება გავაკეთეთ, ახალ სისტემაზე გადავედით, რაც ზოგავს ელექტროენერგიას და შესაბამისად ხარჯსაც. მართალია მისი განხორციელება ძალიან ძვირი დაგვიჯდა, მაგრამ ცოტახანში დანახარჯს ამოვიღებთ“.

ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის თანხით შეკეთდა ახალციხეში ორი საცხოვრებელი სახლის სახურავიც. ორივე მათგანი ვარძიის ქუჩაზე N45–სა და N88–ში მდებარეობს. როგორც კოპაძემ განმარტა, მაშინ როცა „ნაციონალების“ მთავრობამ ქალაქში სახურავები შეცვალა, ამ სახლებში იმჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერები არ ცხოვრობდნენ, ამიტომ შესაცვლელი დაუტოვეს.

„ადგილობრივი თანხით, 3000 ლარით შევაკეთეთ ხიდი რუსთაველის ქუჩაზეც. შევასრულე წინასაარჩევნო დაპირება ასევე და სანაპიროზე, მიქუტიშვილის ქუჩა გავაკეთეთ. აქ ასევე გაკეთდება ჯებირებიც, ეს ქალაქის მერის პრეროგატივა არ არის, მაგრამ ამისთვის შევაწუხებთ შესაბამის სტრუქტურებს“, – განაცხადა შეხვედრაზე კოპაძემ.

‘პიონერი’ პროექტი და ააიპ–ები ხალხის დასასაქმებლად – ახალციხის მერის ანგარიში მოსახლეობას

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასევე წინასაარჩევნო დაპირება იყო, მიუსაფართა სახლის მოწყობაა: „ეს პრაქტიკა საქართველოში არ არსებობდა. ჩვენ ვართ პიონერები, გავაკეთეთ 400 კვადრატულ მეტრზე სახლი და ეს 120.000 ლარი დაგვიჯდა. ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ რა პრინციპით უნდა იმუშაოს მან“.

მერმა ყურადღება ახალციხეში ტურისტების მოზიდვაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ამისთვის ქალაქში თურქული აბანოები აღდგება: „კულტურის სამინისტრო თანხას ვერ გამოყოფს, ამიტომ ჩვენ გავასუფთავებთ და აღვადგენთ მას“.

მერმა ქალაქში მოწყობილ სპორტულ მოედნებზეც ისაუბრა: „შარშან ოთხი მცირე სტადიონი გავაკეთეთ, წელს მხოლოდ ერთი აღვადგინეთ, ეს 70 000 ლარი დაჯდა“.

მისი განცხადებით, მოეწყო სკვერებიც: „ცხრა აპრილისა და თამარაშვილის ქუჩაზე დაიდგმება სკამები, ასევე ნაგვის ურნები. გავაკეთებთ მესხეთის, გორგასლისა და წერეთლის ქუჩებსაც“.

მიუხედავად ქალაქში განხორციელებული პროექტებისა, კოპაძის განცხადებით, უმუშევრობის პრობლემა ახალციხეში და ზოგადად ქვეყანაში, მაინც რიგით პირველია: „მერიაში კანონით განსაზღვრული თანამშრომლების რაოდენობაზე მეტს ვერ დავასაქმებთ. ამიტომ, იქ სადაც საჭიროდ მივიჩნიეთ, გავხსენით ააიპ–ები, ეს ზუსტად იქითკენაა მიმართული, რომ ხალხი დასაქმდეს“.

კოპაძის თქმით, მალე ქალაქში პარკირების საკითხი მოწესრიგდება: „გამოცხადებულია ტენდერი გზების დასახაზად. ქალაქში ბევრი ამკრძალავი ნიშანია და ეს საკითხიც უფრო ლოიალურად გადაიჭრება“.

ქალაქის მერმა საბავშვო ბაღებისა და სოციალური პროგრამების შესახებაც ისაბრა. მისი თქმით, მერია მეოთხე საბავშვო ბაღის გაკეთებას გეგმავს. რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, ამ მიმართულებით ბიუჯეტი გასულ წლებთან შედარებთ ორჯერ გაიზარდა.

ვიდრე დამსწრეები შეკითხვებს დასვამდნენ, კოპაძემ განაცხადა, რომ 2016 წლამდე ქალაქში წყლის მთელი შიდა ქსელი შეიცვლება.
რაც შეეხება დარბაზში დასმულ კითხვებს, ის სამხატვრო სკოლის შენობის პრობლემას, ასევე მე–7 საჯარო სკოლამდე მისასვლელ გზასა და სომხურ სასაფლასოთან წვიმის დროს წამოსული ქვა ღორღის შესაკავებლად რაიმე ღონისძიების გატარებას ეხებოდა.

კოპაძის განცხადებით, მიუსაფართა საცხოვრებელი სახლის მოწყობასთან ერთად მეშვიდე სკოლამდე მისასვლელი გზაც მოეწყობა, გამოინახება ახალი ფართი სამხატვრო სკოლისთვის: „ზოგადად, ვფიქრობთ რომ ქალაქს საგამოფენო დარბაზიც სჭირდება“.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის მერს წინასაარჩევნოდ დადებული პირობა შეახსენა, ქალაქში ჩიფსების ქარხნის გაკეთების შესახებ.

„ამ ქარხანას აუცილებლად გავაკეთებ. ინვესტიცია უკვე გვაქვს, მიწა არ არის, რომელსაც ინვესტორს ქარხნის ასაშენებლად გადავცემთ. მიწების დიდი ნაწილი ქონების მართვას აქვს რეგისტრირებული, ახლა მუშაობას სწორედ ამ მიმართულებთ ვაგრძელებთ“, – გვუპასუხა კოპაძემ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა
ძირგავარდნილი ურნების თემას ქალაქის მერი ეხმაურება
ახალციხის მერია ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
რაზე ისაუბრეს ახალგაზრდებმა ახალციხის  მერთან
1.834.991 ლარი ახალციხის 11 ქუჩის რეაბილიტაციისთვის
ახალციხის მერი: ‘ქალაქში შენობებია, რომლებზეც ხეები ამოვიდა უპატონობით’
'ოცნების' მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო