FM97.5 / LIVE

'ოცნების' მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 19.05.2014
ახალციხის მერობის კანდიდატმა, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, ამომრჩევლებთან შეხვედრები სიმბოლურად, ქალაქის შემოსასვლელში მდებარე თამარაშვილის ქუჩიდან დაიწყო.

'ოცნების' მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო
გიორგი კოპაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და უბნის მაჟორიტარი წარუდგინა.

„პირველ რიგში ქალაქში უნდა დავიწყოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მოასფალტებული ქუჩები კარგია, მაგრამ ასფალტის ქვეშ არ არის კომუნიკაციები. ამ უბანში ჩანს, რომ კანალიზაციაა მოუწესრიგებელი, ცენტრალურ ქუჩებზე ხშირად იქმნება პრობლემა, სადარბაზოები და სარდაფები ივსება წყლით და ეს დიდი პრობლემაა“, – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გიორგი კოპაძემ.

'ოცნების' მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყომერობის კანდიდატმა ყურადღება უმუშევრობაზეც გაამახვილა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში ყველა დაგეგმილ პროექტში ადგილობრივები დასაქმდებიან: „ხელშეკრულებაში იქნება ჩადებული, რომ დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. თუ არ შესრულდება ეს, მაშინ ის კომპანია ტენდერს ვერ მოიგებს. გარდა ამისა, ახალციხეში მინიმუმ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება, სადაც 250 სამუშაო ადგილი იქნება“, – განაცხადა კოპაძემ.

მისივე თქმით, ქალაქში მოსაწესრიგებელია პარკირების პრობლემა, გარდა ამისა, უნდა დაინიშნოს საქალაქო ტრანსპორტი სხვადასხვა მიმართულებით.

„ყველაზე მთავარი კი, რაც მინდა გავაკეთო, ეს არის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა. თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს ქალაქის მართვაში მონაწილეობა“, – აღნიშნა გიორგი კოპაძემ.

საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, კოპაძემ ადგილობრივებს იმ მაჟორიტარული საარჩევო ოლქის დეპუტატი მამუკა მიქელაძე წარუდგინა. იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მამუკა მიქელაძე იყრის კენჭს, თამარაშვილის ქუჩის გარდა, რაბათისა და ეგრეთ წოდებული სადგურის დასახლება შედის.

„ჩვენს ქუჩაზე და მთლიანად ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემაა. პირველ რიგში შევხვდები მოსახლეობას, გავეცნობი მათ პრობლემებს, მერე მათთან ერთად დავგეგმავ, რომელი პრობლემაა პირველ რიგში მოსაწესრიგებელი“, – ამბობს მამუკა მიქელაძე.

'ოცნების' მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყოშეხვედრაზე მისული ამომრჩევლები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მათი დასახლების პრობლემებზე ესაუბრნენ
ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები შოთა კაპანაძე ამბობს, რომ 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებას მიმართავდნენ ამ ქუჩაზე არსებული პრობლემები მოეგვარებინა, თუმცა უშედეგოდ.

„10 წელია ვითხოვთ, გააკეთონ წყალი, კანალიზაცია და გზა. სამწუხაროდ, მხოლოდ არჩევნების დროს მოდიოდნენ, გვპირდებოდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებდნენ. მას მერე ბევრმა არჩევნებმა გაიარა, თუმცა პრობლემა არ მოგვარდა“,– ამბობს შოთა კაპანაძე და იმედი აქვს, რომ ივანე ახალციხელის ქუჩაზე არსებული პრობლემები ამ არჩევნების შემდეგ მაინც მოგვარდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა
გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთან შეხვედრები დაიწყო [R]
'რესპუბლიკელები' მესხეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებიან

ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარული არჩევნები გიორგი კოპაძემ მოიგო
‘ვერ გაგვიგია სოფელში ვცხოვრობთ თუ ქალაქში’ – ივანე ახალციხელის ქუჩიდან აქციებით იმუქრებიან