FM97.5 / LIVE

ბრალდებული სასამართლო პროცესზე: ჩემი დაკითხვის ოქმზე სხვისი ხელმოწერაა

მთავარისამართალი 17.03.2016
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის სარქის აკოფიანის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. ბრალდების მხარემ ბოლო ბრალდებული ა.კარაპეტიანი დაკითხა, რომელიც ირწმუნება, რომ დაკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია.

ბრალდებული სასამართლო პროცესზე: ჩემი დაკითხვის ოქმზე სხვისი ხელმოწერაა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის სარქის აკოფიანის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული სამი ახალგაზრდის პროცესი, დღეს, 17 მარტს, ერთ–ერთი ბრალდებულის, ა. კარაპეტიანის დაკითხვით გაგრძელდა.

პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა ბრალდებულს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, მათ შორის ერთ–ერთი კარაპეტიანის დაკითხვის ოქმს ეხებოდა. პროკურორმა კარაპეტიანს ჰკითხა, ნამდვილად მისია თუ არა ხელმოწერა დაკითხვის ოქმზე.

ბრალდებულმა კარაპეტიანმა პროკურორს განუცხადა, რომ დაკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერა არ არის და მეტიც, ის ხელმოწერა, რომელიც ბრალდებულის საქმეში ინახება, გაყალბებულია: „ეს ხელმოწერა ჩემი არ არის. ჩემს ხელმოწერას მიამსგავსეს ალბათ“.

პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა მაიზერ ბაბლუანმა განაცხადა, რომ ამ პროცესის შემდეგ, წესით, მოსამართლემ ბრალდებულ კარაპეტიანის დაკითხვის ოქმი ბათილად უნდა სცნოს.

ამ პროცესით ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის სარქის აკოფიანის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. შემდეგი სასამართლო პროცესი, რომელიც 5 აპრილს, 12:00 საათზეა ჩანიშნული, ბრალდების, ასევე დაცვის მხარის დასკვნით სიტყვებს დაეთმობა, რის შემდეგაც მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი სარქის აკოფიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან, 26 ივნისს, დღისით ჩაცხრილეს. რამდენიმე დღის შემდეგ, სამართალდამცველებმა სოფელ განძაში, კარაპეტიანი, იგიტიანი და ნალბანდიანი დააკავეს. სამივე მათგანს სსკ–ის 376–ე მუხლით ედება ბრალი, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ნალბანდიანს კი გარდა 376–ე მუხლისა, ბრალს 353–ე მუხლით, პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმისთვისაც სდებენ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის
ადვოკატი: ბრალდებულს ჩვენება გამოსძალეს
სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ბრალდებულს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლების აქცია ახალციხის სასამართლოსთან
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმეში გამართლებულების განაჩენს სააპელაციო განიხილავს
ჩხუბი სასამართლოს ეზოში – ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმე [Video]