FM97.5 / LIVE

ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო

მთავარიპოლიტიკა 11.03.2014
ადიგენის თვითმმართველობაში შექმნილმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან, გასაუბრებები დაიწყო.

ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
კონკურსის მეორე ეტაპი ადიგენში დღეიდან, 11 მარტიდან დაიწყო. დღეს გასაუბრებას ის კონკურსანტები გაივლიან, რომლებმაც განაცხადი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურისტისა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფის საკითხებში მთავარ სპეციალისტის პოზიციებზე შეიტანეს.

როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ თემურ ფეიქრიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პოზიციებზე 33 განაცხადია შესული.

რაც შეეხება გასაუბრების მომდევნო ეტაპს, ფეიქრიშვილის თქმით, სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის თვითმართველობაში შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 20 იანვარს გამოცხადდა. განცხადებების მიღება 3 თებერვალს დასრულდა. 7 ვაკანტურ ადგილზე 111 განაცხადი შევიდა. აქედან,საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მეორე ეტაპზე 87 განმცხადებელი დააკმაყოფილა. განსაკუთრებული მოთხოვნა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე იყო. ამ პოსტზე დასაქმების მსურველი 29 მოქალაქე აღმოჩნდა.

შვიდი ვაკანტური პოსტიდან ორი საკრებულოშია, ხუთი კი გამგეობაში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კონკურსი იურისტისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში, მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე გამოცხადდა.

გამგეობაში კი კონკურსის წესით ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტი და სპეციალისტი სივრცით მოწყობის საკითხებში; სოფელ ლელოვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე; სოფელ გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა შეარჩიონ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის თვითმმართველობაში ახალ კადრებს არჩევენ
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მთავრდება
ადიგენის თვითმმართველობაში დღეს რწმუნებულებსა და ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლებს შეარჩევენ
ადიგენში შვიდ ვაკანსიაზე 111 განაცხადი შევიდა
ადიგენის თვითმმართველობაში გასაუბრების მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ნახევარი არ გამოცხადდა
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ადიგენში 56 კონკურსანტიდან 7 იღბლიანის ვინაობა გაირკვა