FM97.5 / LIVE
დაიწვა, მოსწავლეები დროებით კერძო სახლში ისწავლიან. გაკვეთილების ჩასატარებლად სკოლას ფართი ადგილობრივმა მცხოვრებმა დაუთმო.">

სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 14.09.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში, სადაც სამი თვის წინ სკოლის შენობა დაიწვა, მოსწავლეები დროებით კერძო სახლში ისწავლიან. გაკვეთილების ჩასატარებლად სკოლას ფართი ადგილობრივმა მცხოვრებმა დაუთმო.

სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება

ღორთუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინა რეხვიაშვილის განმარტებით, დროებით გაკვეთილებს შენობის მეორე სართულზე ჩაატარებენ, პირველ სართულზე კი ბინის მესაკუთრე იცხოვრებს.

„პატარა სივრცე არ არის. რესურსცენტრიდან და ინფრასტრუქტურიდან იყვნენ, შეამოწმეს. როგორც დირექტორმა თქვა ,ახალი სკოლა აუცილებლად აშენდება“, – ამბობს მარინა რეხვიაშვილი.

სკოლის დირექტორი რომან მარკოიძე გვარწმუნებს, რომ მომავალ წელს სოფელს ახალი სკოლა ექნება: „უკვე დაგეგმილია, მომავალი წლისთვის შენობა დასრულებული იქნება“.

ახალი შენობის აშენებას ადასტურებენ განათლების სამინისტროშიც: „იმავე ადგილზე აშენდება ახალი სკოლა“.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში სკოლა მიმდინარე წლის 10 ივნისს, ღამით დაიწვა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა შენობა და ინვენტარი.

ამ დროისთვის ღორთუბნის საჯარო სკოლაში 37 მოსწავლე სწავლობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ღორთუბნელ მოსწავლეებს გაკვეთილები ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდებათ
ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლა ღორთუბანში [Photo]
სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა
სამცხე–ჯავახეთში ოთხი სკოლა აშენდება
სოფელ ორგორაში ახალი სკოლა აშენდება, თუმცა, როდის უცნობია
ახალქალაქში, სოფელ ჩუნჩხაში ახალი სკოლა აშენდება
ხანძრისგან დამწვარი ღორთუბნისა და ორგორის სკოლები აღდგება