FM97.5 / LIVE

ენმ რაიონებში კორუფციული სქემების გახსნას გეგმავს – შეხვედრები სამცხე–ჯავახეთში

მთავარიპოლიტიკა 12.09.2015
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი პარტიის სხვა წევრებთან ერთად ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში პარტიულ შეხვედრებს მართავს. პარტიის წევრები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

ენმ რაიონებში კორუფციული სქემების გახსნას გეგმავს – შეხვედრები სამცხე–ჯავახეთში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონულ ორგანიზაციებში პარტიული შეხვედრები დღეს, 12 სექტემბერს იმართება. პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი, პარტიის სხვა წევრებთან ერთად ჯერ ასპინძის, შემდეგ კი ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას ესტუმრა. ახალციხის შემდეგ კი შეხვედრა ადიგენში გაიმართება. სერგო რატიანის განმარტებით, შეხვედრების მიზანი ადგილობრივი აქტივისტებისა და რეგიონში არსებული ვითარების გაცნობაა.

„ახალციხე არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რაიონი. ვხედავ, რომ ძალიან გააქტიურებულია ჩვენი ორგანიზაცია. დღეს დავგეგმეთ სხვადასხვა აქტივობა. რამდენიმე სფეროა, სადაც ვიმუშავებთ, ეს არის კორუფციული სქემების მოძიება და გახსნა, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკითხი“, – ამბობს სერგო რატიანი.

შეხვედრებს ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატები, რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები და პარტიის აქტივისტები ესწრებიან. ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„დავსახეთ პატარ–პატარა გეგმები, როგორ უნდა ვიმუშაოთ, როგორ უნდა შევუშალოთ ხელი ამ მთავრობას სახელმწიფოს ნგრევაში და ასე შემდეგ. ყველა საკრებულოში გვყავს ჩვენი ფრაქციები, პირველ რიგში მათ უნდა იმუშაონ ისე, რომ გარეთ გამოიტანონ ის უკანონო გადაწყვეტილებები, რომლებსაც მუნიციპალიტეტები იღებენ, საბოლოოდ კი არაფერი არ ხდება და სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხები ნათესავებისა და აქტივისტების ჯიბეებში ნაწილდება. საერთოდ, ამ ბოლო წლების განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში არაფერი კეთდება“, – ამბობს ზურაბ ჩილინგარაშვილი.

დავით დარჩიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. პარტიაში ფიქრობენ, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს არა 2020 წელს, არამედ 2016 წელს.

„უმრავლესობას ეს არ უნდა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ“, – ამბობს დარჩიაშვილი და ამატებს, – „ადამიანები კარგავენ მომავლის იმედს, ხედავენ, რომ მთელი ის დაპირებები, რაც იყო და რაზეც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო ტყუილი, მართლაც ტყუილი აღმოჩნდა. მაგრამ რა არის მომავალი, ალტერნატივა, ამაზე ჩვენ ჩვენი გეგმა, ჩვენი სამუშაო გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება დაგვიჯერებს“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ქართული ოცნება 'ლაფატკაზე' დავდოთ და გავისროლოთ' – ენმ–ს პარტიული შეხვედრა ახალციხეში
ენმ: ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ გამარჯვებით დავასრულოთ არჩევნები
დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
დავით ბაქრაძე ‘მოძრავ შტაბთან’ ერთად  სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს მართავს
სერგო რატიანი: სტატუსშეჩერებული სტუდენტების ზრდა საგანგაშოა
ვინ წავა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს ყრილობაზე
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება