FM97.5 / LIVE

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

მთავარიპოლიტიკა 19.12.2014
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სამუშაო შეხვედრა ახალციხეში და წინასაარჩევნო მზადება. რა გეგმები აქვს პოლიტიკურ პარტიას;

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა სამუშაო შეხვედრა, 18 დეკემბერს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გამართეს. დახურულ შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური საბჭოს წევრებიც.

„ვემზადებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.მოვუწოდებთ უმოქმედო და უნიათო ხელისუფლებას გადადგას ეს ნაბიჯი. ქვეყნის მასშტაბით ვხვდებით ჩვენს აქტივს და სტრატეგიას და ტაქტიკას ვაყალიბებთ. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ვიყოთ უკეთ მომზადებული არჩევნებისთვის“, – ამბობს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გრიგოლ ბარამიძე.

მისივე თქმით, მათი პოლიტიკური პარტია ორგანიზაციულ, ფინანსურ და საკადრო ცვილებებს გეგმავს.

„ჩვენ უკვე გავხდით საარჩევნო სუბიექტი და გვაქვს დაფინანსება, რომელიც ოფიციალურად გამოიყოფა ბიუჯეტიდან. ჩვენ ვიმსჯელებთ როგორ უნდა გაიხარჯოს ფინანსები და როგორ უნდა ვიმუშაოთ არჩევნების წინ“, – ამბობს იგი.

როგორც პარტიის წევრები განმარტავენ, მომავალი წლიდან ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება შტაბები.

„გვაინტერესებს საერთო ფონი რეგიონში. რა ხდება რაიონებში როგორი ვითარებაა. ხალხი უკმაყოფილოა, ის დაპირებები, რომლებიც ხელისუფლებას ჰქონდა არაფერი შეასრულეს და მოსახლეობა მოატყუეს“, – ამბობს „ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონის კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„დემოკრატიული მოძრაობა“ სამცხე–ჯავახეთში ხელმოწერებს შეაგროვებს
'გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია' – საპარლამენტო არჩევნებისთვის 5 პარტია გაერთიანდა
სამცხე–ჯავახეთში საოლქო კომისიები დაკომპლექტდა
”ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის”  ახალგაზრდებს შეხვდა
ახალციხეში პოლიტიკურმა პარტიებმა ტაიმაუტი აიღეს
რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე
ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის  სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა