FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთავარიეკონომიკა 09.09.2015
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 კილომეტრამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 488 000 ლარი გამოიყო.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია საავტომობილო გზის მშენებლობა სოფელ განძაში. ასევე სოფლებში ეშტიასა და სათხეში მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და იგება ასფალტ–ბეტონის საფარი.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ სოფლებში არსებულ გზებს რეაბილიტაცია რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობისათვის განახლებული გზით გადაადგილება და რაიონულ ცენტრთან დაკავშირება გაცილებით მარტივი და კომფორტული იქნება.

პროექტი, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 488 000 ლარით დაფინანსდა სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ჯამში ასფალტ-ბეტონის საფარი გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამშენებლო კომპანია შპს „ჯავახ-ავტოგზის“ წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის სოფლებში ასფალტი იგება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია გრძელდება ®
ანდრიაწმინდაში ბეტონის გზა იგება ®
ნინოწმინდაში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება ®
ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაცია გრძელდება [R]
ადიგენის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს