FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში გულის დაავადებების მაღალი მაჩვენებელია

მთავარისაზოგადოება 17.08.2015
„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა’ დღეს ახალციხის რაიონულ ჰოსპიტალში 0–დან 18 წლამდე ასაკის პაციენტები გამოიკვლია. გამოკვლეულთა 15–17 პროცენტს გულის თანდაყოლილი ანომალია აღმოაჩნდა.

სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში გულის დაავადებების მაღალი მაჩვენებელია

ახალციხის რაიონულ ჰოსპიტალში გამოკვლევები დღეს დილის 11:00 საათიდან დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდა. მთელი დღის განმავლობაში საავადმყოფოს ეზო ხალხით იყო სავსე. პაციენტები გასასინჯად რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან იყვნენ ჩამოსული. ზოგი მათგანი წინასწარ იყო ჩაწერილი, თუმცა, რიგში დგომა მაინც უწევდათ.

„სამ საათზე ვიყავი ჩაწერილი, მაგრამ იმდენი ხალხია ცოცხალ რიგში მოგვიწია დადგომა. ადიგენიდან ჩამოვედი, ბავშვს ადრე გულის სარქველზე პრობლემა ჰქონდა და შემოწმების მიზნით მოვედით“, – გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტეში მცხოვრებმა ერთ–ერთმა მოქალაქემ.

პაციენტებს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოლოგები სინჯავდნენ. „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ დედათა და ბავშვთა სამსახურის დირექტორი დავით ციბაძე ამბობს, რომ მიმართვიანობა ძალიან მაღალი იყო: „რომ გადავხედოთ სხვა რეგიონებს, მაგალითად თელავს, ზუგდიდს, ასევე ქუთაისს, მათთან შედარებით ბათუმსა და ახალციხეში საკმაოდ მაღალი პროცენტი აღმოჩნდა გულით დაავადებული ბავშვების. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ველოდებოდით მაგალითად, რომ გაგვესინჯა 20 ბავშვი, მაგრამ 40 ბავშვს აცდა დღეს გასინჯულთა რაოდენობა. მათგან დაახლოებით 15–17 პროცენტი აღმოჩნდა, რომლებსაც აქვთ გულის თანდაყოლილი ანომალია, რაც საკმაოდ მაღალი პროცენტია“.

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საოპერაციოა: „ზოგს შეიძლება კათეტერიზაცია დასჭირდეს, ზოგს არანაირი ჩარევა, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე უნდათ გამოკვლევები“.

დავით ცაბაძის თქმით, იაშვილის კლინიკაში იხსნება ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი, სადაც ყოველთვიურად იტალიელი ქირურგები, რეანიმატოლოგები და კარდიოლოგები ჩაატარებენ უფასო ოპერაციებს: „შესაბამისად, იმ ბავშვები, რომლებიც ვერ ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას, ან არ იციან რომ შეიძლება გამოკვლევის შემდეგ რაღაცა დიაგნოზი დაუდგინდეთ, ვნახულობთ ადგილზე და საჭიროების შემთხვევაში ვუწევთ რეკომენდაციას, რომ გაესინჯონ ჩვენს იტალიელ კოლეგებს“.

როგორც დავით ციბაძე ამბობს, ძალიან რთულია იმის თქმა, რატომაა აჭარასა და სამცხე–ჯავახეთში გულის დაავადებების მაღალი რისკი: „ეს არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში განვითარებული პათოლოგია. როდესაც ორსულობა დაუგეგმავია, გვიან იგებენ, რომ ორსულად არიან და არ აქცევენ თავს ყურადღებას ისე, როგორც ფეხმძიმობის ცოდნის შემთხვევაში მიაქცევდნენ“.

მსგავსი კონსულტაციები „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში ჩაატარა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბავშვებს, ვისაც გულის პრობლემები აქვთ, დღეს უფასოდ გამოიკვლევენ
იაშვილის კლინიკის პედიატრები ახალციხეში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ
სამცხე-ჯავახეთში ჩიყვის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
World Vision: ახალციხისა და ადიგენის სოფლებში ბავშვთა შრომის მაჩვენებელი მაღალია
დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება
ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ექიმი გვირჩევს: გულის პრობლემები გაზაფხულზე [Video]