FM97.5 / LIVE

განცხადებები, რომლებიც პროკურატურას გადაეცემა

მთავარისამართალი 16.10.2012
რაზე ჩივიან არჩევნების შემდეგ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები და რას წერენ განცხადებებში პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ვახტანგ გეწაძის შესახებ. ათობით განცხადება, რომლებიც პროკურატურას უახლოეს დღეებში გადაეცემა

განცხადებები, რომლებიც პროკურატურას გადაეცემა

არჩევნების შემდეგ კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალციხის შტაბში ათობით განცხადება შევიდა და თითქმის ყველა მათგანი წინასაარჩევნო პერიოდში ამავე კოალიციის აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტებს ეხება.

აღნიშნული განცხადებები თან ერთვოდა ჯერ #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ საჩივრებს. ” ქართული ოცნება” იმის გამო, რომ არჩევნები ზეწოლის ფონზე ჩატარდა, ოლქში 21 უბანზე კენჭისყრის შედეგების გაუქმებას ითხოვდა. იმ მიზეზით, რომ კოალიციის მიერ წარდგენილი საჩივრები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და აღნიშნულის განხილვის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურას აქვს, არც საოლქომ და არც სასამართლომ ”ქართული ოცნების” მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თითქმის ყველა განცხადება, რომლებიც საჩივრებს ერთვოდა თან, ზეწოლის შესახებაა და მათი უმრავლესობა ვახტანგ გეწაძის მხრიდან კოალიციის აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტებს აღწერს. განცხადებების მიხედვით გეწაძე ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს პირადად ან სოფლებში რწმუნებულების საშუალებით აშინებდა და ემუქრებოდა.

”ზეწოლები მოდიოდა პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ბატონ ვახტანგ გეწაძისგან. მუქარას მითვლიდა გამგებლის პირით. მეუბნებოდა, თუ არ დაანებებ თავს ”ქართულ ოცნებას”, ადგილს გამოგინახავ კამერაშიო”, - წერს სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრები ვეფხია ბერიძე.

2 ოქტომბრით თარიღდება სოფელ ანდის მკვიდრის იმედა ინასარიძის განცხადება: ”გეწაძემ რამდენჯერმე დამიბარა ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატის ვაჟა ჩიტაშვილის შტაბში. მე არ მივსულვარ, მემუქრებოდა, რომ წამართმევდა სახლს სოფელ ანდაში, სამსახურიდან გაათავისულფებდნენ ჩემი ოჯახის წევრებს... მუქარას ბატონი ვახტანგ გეწაძე მითვლიდა სოფელ ანდრიაწმინდის გამგებლის პირით, ბატონ ტარიელ ტაბატაძის მეშვეობით”.

სოფელ თისელში მცხოვრები ნათია პაპავას განცხადების მიხედვით, იგი გეწაძემ საკუთარ კაბინეტში პირადად დაიბარა: ”ღამის ორ საათზე ვიყავი, ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად, კონკრეტულად მეუღესთან და ორ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად და მითხრა რომ დაიჭერდა ჩემი ოჯახის წევრს (კონკრეტულად დედამთილს) თუ არ ვითანამშრომლებდი მასთან. მან მომთხოვა, რომ ინფორმაცია გამეტანა შტაბიდან, რაზეც მე უარი განვუცხადე. ვუთხარი, რომ არ მიმიწვდებოდა ხელი არანაირ ინფორმაციაზე. მან მითხრა, მაშინ არ უნდა მეაქტიურა, არ უნდა მეტარებინა გაზეთები, არ მიმეღო მონაწილეობა არანაირ აქციაში. სანაცვლოდ შემომთავაზა დახმარება, მეუღლის დასაქმებას შემპირდა რაბათის სამშენებლო ობიექტზე. ასევე, მითხრა, რომ სოციალური დახმარების დანიშვნაში დამეხმარებოდა. ამაზე მეც და ჩემმა მეუღლემაც უარი განვუცხადეთ”.

სოფელ ურაველში მცხოვრები ბესიკ გოქსაძე ყვება თუ როგორ დაიბარეს სამმართველოში, სადაც გეწაძესთან და სამმართველოს სხვა თანამშროლებთან ერთად, ვაჟა ჩიტაშვილიც იმყოფებოდა: ”გეწაძემ მითხრა, რომ არ მჭირდებოდა პრობლემები და სჯობდა თავი დამენებებინა ”ოცნების” ხალხისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ ადგილას მომათავსებდა, რომ ბევრი დრო მექნებოდა ოცნებისთვის. ვუპასუხე, რომ ჩემი ქმედებით კანონს არ ვარღვევდი, რაზეც გეწაძე გაბრაზდა და გასვლა მიბრძანა”.

გიორგი ნიკადიმოვი კი ყვება, რომ მაშინ, როცა გეწაძემ საკუთარ კაბინეტში დაიბარა და სასტიკად გააფრთხილა ”ქართულ ოცნებისთან” კავშირი გაეწყვიტა, იქ იმყოფებოდა ვაჟა ჩიტაშვილიც.

აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს ჩიტაშვილი,

”ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ჩემ ბუნებაში არ ზის მუქარა. ალბათ ახალციხელებს ახსოვთ ამბავი სამი მესაზღვრე რომ მოკლა ერთმა მესაზღვრემ. სამი კაცის მკვლელს არ დავმუქრებივარ, მხარდაჭერას დავპირდი და ისე გაასამართლეს, რომ თითი არავის დაუდია და რა უნდა გაკეთებინა ვინმე ნიკადიმოვს სამი კაცის მკვლელზე უარესი, რომ რაღაცით შემეშინებინა?! - კითხულობს ჩიტაშვილი და ამატებს, რომ აღნიშნულ განცხადებებში მოყვანილი ფაქტები სისულელე და სამარცხვინოა - ტელევზიით იყო ინტერვიუ ერთი ადამიანის, რომ ჩიტაშვილი რემონტის გაკეთებას, ათასლარიან სამსახურს და კრედიტის გაუქმებას დამპირდაო. მოვიდნენ და ჩემ სახლში ნახონ, მაქვს რემონტი?! ეს ადამიანი თვალით არ მინახავს”.

ასევე კატეგორიულად გამორიცხავს ჩიტაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში მუქარებსა და ზეწოლაში გეწაძის მონაწილეობას: ”მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულია. იურისტი ვარ და ვიცი, რომ ეს ჩემს წინააღმდეგ იმოქმედებდა. 20 ათასმა ადამიანმა დამიჭირა მხარი და მუქარით რამდენი შეიძლებოდა დამეშინებინა?!”

გეწაძეს ათეულ წელზე მეტია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასვხა სტურქუტრებში სხვადასხვა თანამდებობები უკავია.

არჩევნების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი დატოვა. თუმცა, როგორც მან ”სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადა, კვლავ სამსახურში რჩება და ჩვეულებრივ აგრძელებს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალობის განხორციელებას.

კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის უფროსის ელვარდი ზაზაძის თქმით, აღნიშნული განცხადებები პროკურატურას გადაეგზავნება.

”მოსახლეობა აქამდე ასე ღიად საუბარს ვერ ბედავდა. არჩევნების შემდგომ ნაწილობრივ ხალხს შიში მოეხსნა. მათი განცხადებები დამუშავდება, ბევრს კიდევ დავამატებთ და პროკურატურაში შევიტანთ”, - აცხადებს ელვარდი ზაზაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ ჭიანურდება ვახტანგ გეწაძის წინააღმდეგ საქმის გამოძიება
”ოცნებამ” რაიონულ პროკურატურაში 68-გვერდიანი საქმე შეიტანა
ვახტანგ გეწაძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
”ნაციონალებმა” საოლქოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
სასამართლოდან პროკურატურაში
‘ნაცმოძრაობა’: უბანზე მდივნად არჩეული ‘ნაციონალი’ ‘ოცნების’ ზეწოლის შემდეგ შეცვალეს
ვაჟა ჩიტაშვილი: რაც მინდოდა ამ არჩევნებიდან, მივიღე