FM97.5 / LIVE

სასამართლოდან პროკურატურაში

მთავარისამართალი, არჩევნები 06.10.2012
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია ”ქართული ოცნების” საჩივარი არ დააკმაყოფილა. რაზე ალაპარაკდნენ მოწმეები და რას ითხოვს ”ქართული ოცნება”

სასამართლოდან პროკურატურაში

სასამართლო პროცესი, რომელიც ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნახევარი საათის წინ დასრულდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია ”ქართული ოცნების” საჩივარი იმის შესახებ, რომ გაეუქმებინათ #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის განაკარგულება, არ დააკმაყოფილა.

”ქართული ოცნება” ახალციხის ოლქში 21 უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ კოალიციამ საოლქოს 2 ოქტომბერს მიმართა, თუმცა, იმის გამო, რომ აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, საოლქო კომისიამ მის განხილვაზე უარი განაცხადა.

სასამართლოზე ”ქართული ოცნების” ათამდე მოწმე დაიკითხა. მათი ნაწილი არჩევნების დღეს და წინა პერიოდშიც პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე, ნაწილი კი პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობდა.

ლევან წიქარიშვილს, რომელიც სასაზღვრო პოლიციაში მსახურობს, როგორც ჩვენების მიცემისას თავად თქვა, უფროსმა თენგიზ წიკლაურმა დაავალა ხმა ორჯერ მიეცა: ”ხმა მივეცით სამსახურში, შემდეგ წიკლაურმა მანქანით წამოგვიყვანა და გვითხრა, რომ ხმა ახლა ჩვენ უბნებზე უნდა მიგვეცა. ჩემ სოფელში, კლდეში #16 საარჩევნო უბანზე მივეცი მეორედ ხმა”.

როგორც სასამრთლო პროცესის დასრულებისას წიქარიშვილმა ”სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადა, იმ შეთხვევაში თუ ხელისუფლება არ შეიცვლებოდა, აღმიშნულის შესახებ თქმას ხმამაღლა ვერ გაბედავდა: ”ეს რომ მეთქვა, წარმოდგენაც კი მიჭირს რა მოჰყვებოდა”.

”ქართული ოცნების” წევრები გიორგი ბერიძე და ზურაბ გურგენიძე, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლების მეზობლად ცხოვრობენ ახალციხეში, აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

”მემუქრებოდნენ და მაშინებდნენ ნათესავების განადგურებით. მაინც რომ არ წამოვედი კოალიციიდან, შემდეგ მითხრა ჟენია მერაბიშვილმა, ვანო მერაბიშვილის დედამ, იყავი მანდ, ოღონდ ”ნაციონალური მოძრაობისთვის” იმუშავე და არჩევნების დასრულების შემდეგ ჩემ სკოლაში ”კაჩიგრად” წაგიყვანო”, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ბერიძემ.

გურგენიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მან საკუთარ ავტომობილზე ახალციხეში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურამ კუტალაძის პლაკატი გააკრა, ახლობელი მიუგზავნა და შეუთვალა ფრთხილად ყოფილიყო: ”ხელოსანი ვარ და პერიოდულად ვმუშაობ, სულ ვერა. ამ ქალბატონმა მითხრა, ვანო მერაბიშვილის მამამ, სერგომ შემოგითვალა გადასახადებს არ იხდის როგორც საჭიროა და ამის შემდეგ თავის თავს დააბრალოს, რაც მოხდებაო”.

ურაველში მცხოვრებ გურამ ოქრომელიძეს კი ამავე სოფლის რწმუნებული თამაზ ზღულაძე და ურაველში ”ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი ემზარ ოქრომელიძე დაემუქრნენ.

”მანქანაში ჩამისვეს და მითხრეს, რამ შეგიყვანა კომისიაში მაგ კოალიციიდანო. ასევე, მკითხეს რამდენს გაძლევს ივანიშვილიო. ვუთხარი, რომ ივანიშივლი კი არა, ამ ხელფასს ცესკო მიხდიდა, აქამდე 180 ლარი იყო და ახლა რამდენს მომცემენ არ ვიცი-თქო. ოქრომელიძემ უთხრა ზღულაძეს, მოდი, რასაც აძლევენ ხელაფსს, ერთი მაგდენი ჩვენ შევთავაზოთ და არჩევნებზე ჩუმად იყოსო. ვუთხარი რომ ამაზე თანახმა არ ვიყავი. მერე მითხრეს, ხომ იცი შენი მეუღლე და დედა მუშაობენ და სამსახურიდან მოხსნიანო”, - განაცხადა პროცესზე ოქრომელიძემ და დასძინა, რომ #22 უბანზე, რომელზეც თავად იყო წარმომადგენელი კოლიციიდან, გადასატანი ყუთის სიები მაია ჯინჭველაძემ და სერგო მაისურაძემ თავად დაწერეს და ამომრჩევლების ნაცვლად ხელიც თავადვე მოაწერეს.

სასამართლომ ”ქართული ოცნების” საჩივარი საოლქოს განკარგულება გაეუქმებინათ, არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ გია ბერაიამ განმარტა, სოლქო არაა უფლებამოსილი სისხლის სამართლის დანაშუალის შემცველი ნიშნების საქმეები განიხილოს, ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურას აქვს. რაც შეეხება სხვა პროცესუალურ დარღვევბს, საოლქო კომისიამ იმსჯელა და რიგი პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. რაც შეეხება სხვა პროცესუალურ დარღვევებს, ამის შესახებ საჩივრები ჯერ უბნებზე, შემდეგ ოლქში, ამის მერე კი სასამართლოში უნდა შეეტანათ. ეს ყველაფერი კი კანონით დადგენილი ვადების მიხედვით უნდა მომხდარიყო, რაც რელურად არ მომხდარა.

კუტალაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება: ”საჩივარს პროკურატურაში შევიტანთ. ჩვენი მასალების გამოძიების შემდეგ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და ოლქის შედეგები გაბათილდება”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ნაციონალებმა” საოლქოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
საჩივრების განხილვა სასამართლოში გაგრძელდება
ახალქალაქის სასამართლომ ცესკოს საჩივარი არ დააკმაყოფილა
ახალციხის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
ახალციხეში საჩივრების განხილვა საოლქოდან სასამართლოში გრძელდება
ხმაურიანი განხილვა
ახალციხის საოლქომ  ცხრა საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა