FM97.5 / LIVE

”ოცნებამ” რაიონულ პროკურატურაში 68-გვერდიანი საქმე შეიტანა

მთავარისამართალი 13.12.2012
ახალციხეში პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ვახტანგ გეწაძის შესახებ რაიონულ პროკურატურაში განცხადება შევიდა.

”ოცნებამ” რაიონულ პროკურატურაში 68-გვერდიანი საქმე შეიტანა

პროკურატურას განცხადებით კოალიცია “ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის უფროსმა ელვარდი ზაზაძემ და ამავე შტაბის ადვოკატმა ბიჭიკო მოდებაძემ მიმართეს.

”საქმე საგამოძიებო ნაწილს დაეწერა”, - გვითხრა მოდებაძემ

68-გვერდიან დოკუმენტში ოთხ ათეულზე მეტი განცხადებაა. ეს ის განცხადებებია, რომლებიც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალციხეში, კოალიციის შტაბში უფროსის სახელზე შევიდა. განცხადებებში მოქალაქეები იმ დაშინების, მუქარისა და ზეწოლის შესახებ წერენ, რომელსაც მათზე გეწაძე წინასაარჩევნო პერიოდში ახორციელებდა.

აქამდე კოალიციის წევრებს განცხადება პროკურატურაში იმიტომ არ შეჰქონდათ, რომ ოლქის პროკურორის თანამდებობდა ვაკანტური იყო.

”აქამდე საჩივარი ვისთან უნდა შეგვეტანა?! ვიცდიდით სანამ ახალი ოლქის პროკურორი არ დაინიშნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გააქრობდნენ ამ განცხადებას და დაიკარგებოდა”, - ამბობს ზაზაძე.

მისი თქმით, ეს არის საქმეები სადაც იკვეთება სისხლის სამართლის ნიშნები: ”ამ დანაშაულში რამდენიმე პიროვნება კიდევ ფიგურირებს და იმედია სამართალი პურს ჭამს”.

ოლქის პროკურორად არჩევნების შემდეგ გიორგი პაპუაშვილი დაინიშნა. რაც შეეხება გეწაძეს, ათეულ წელზე მეტი ხსნი განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასვხა სტურქუტრებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. არჩევნების შემდეგ მის ადგილზე თემურ მამნიაშვილი მუშაობს.

განცხადება გეწაძის შესახებ პროკურატურაში 4 დეკემბერს შევიდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვახტანგ გეწაძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
რატომ ჭიანურდება ვახტანგ გეწაძის წინააღმდეგ საქმის გამოძიება
განცხადებები, რომლებიც პროკურატურას გადაეცემა
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორმა თანამდებობა დატოვა
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა
სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი შეიცვალა
ახალციხის რაიონულ პროკურატურას ორი ახალი პროკურორი დაემატა