FM97.5 / LIVE

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს

მთავარისაზოგადოება 14.08.2015
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გარდაცვლილი მეომრების ახლობლებმა და ომის ვეტერანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 23 წელი გავიდა.

გულნაზი თაბაგარმა ერთადერთი ვაჟი იმედა მჭედლიძე აფხაზეთის ომში დაკარგა: „19 წლის არ იყო ჯერ, სავალდებულო ჯარში გაიწვიეს და შემდეგ ომში წაიყვანეს. ტანკისტი იყო დანაღმულ ხიდზე აფეთქდა მისი ტანკი, შვიდი ჯარისკაციდან მაშინ მარტო ჩემი შვილი დაიღუპა“, – ამბობს იგი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ომის დროს გარდაცვლილ გმირთა სახელზე პანაშვიდი გადაიხადა.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღეს 23 წელი შესრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ.-მა „აფხაზურმა გვარდიამ“, პირველად ცეცხლი 14 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონში გაუხსნა. ამას აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

„ძალიან არეული სიტუაცია იყო და ქართული ჯარი რკინიგზის დასაცავად შევიდა, მაშინ ომის დაწყება არავის უფიქრია, მაგრამ იძულებულები გავხდით ცეცხლი გაგვეხსნა“, – იხსენებს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი და ამატებს, რომ ტკივილთან და ტანჯვასთან ერთად სიამაყის გრძნობაც იყო.

ღონისძიებას ესწრებოდა ახალციხის მერი და აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი კოპაძე.

„დღევანდელ დღეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სოხუმი აიღეს და სეპარატისტებისგან გაათავისუფლეს, მაგრამ შემდგომ ამ წარმატების შენარჩუნება ვერ შეძლეს. ქართული მიწა და ქართველების სისხლი არასდროს არავის შერჩენია, ამიტომ ისტორიული კანონზომიერბა აღდგება და ძირძველი ქართული მიწა, რომელსაც აფხაზეთი ქვია, საქართველოს დაუბრუნდება. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ ვახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად საქართველოს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია“, – ამბობს გიორგი კოპაძე.

1992–93 წლებში აფზახეთის ომში სამცხე–ჯავახეთის რეგიონიდან 16 მებრძოლი დაიღუპა მათ შორის: 4 ადიგენის, 8 ახალციხის, 2–2 კი ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან იყო. ომში მიღებული ჭრილობების გამო 14 ჯარისკაცი დაინვალიდდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ გარდაცვილი ოჯახის წევრებს და ომში მონაწილე ვეტერანებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს, ახალციხის მერიამ კი ქალაქის ტეიროტიაზე მცხოვრებ გარდაცვილი ოჯახის წევრებს და ომში მონაწილე ვეტერანებს ერთჯერადად 200 ლარი ჩაურიცხა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს 16 000 ადამიანი დაიღუპა, 300 000 კი დევნილად იქცა.
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა
26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა
25 წელი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან – ახალციხეში გმირები გაიხსენეს
27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს