FM97.5 / LIVE

მესხეთში სახალხო დამცველის წარმომადგენლად გულო კოხოძე დაინიშნა

მთავარისაზოგადოება 03.08.2015
მესხეთში სახალხო დამცველმა საკონტაქტო პირი გულო კოხოძე დანიშნა. იგი უფლებამოსილებას დღეიდან, 3 აგვისტოდან შეუდგა.

მესხეთში სახალხო დამცველის წარმომადგენლად გულო კოხოძე დაინიშნა
გულო კოხოძე ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების ფაქტების შესახებ სახალხო დამცველის აპარატს რეგიონიდან ინფორმაციას მიაწვდის. შესაბამისად მისი სამოქმედო არეალი ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები იქნება.

ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით იგი პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებებს დაგეგმავს. პირველ ეტაპზე შეხვედრებს გამართავს ადგილობრივი თვითმმართველობის, რესურსცენტრების, საჯარო სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებთან.

გულო კოხოძე პროფესიით ჟურნალისტია, მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში ჟურნალისტიკის სპეციალობა დაამთავრა. კოხოძე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მედია საშუალებებში მუშაობდა: საზოგადოებრივ–შემოქმედებით ჟურნალ „კამერტონი“, რეგიონულ ტელეკომპანია „ლომსიაში“, „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ინტერნეტ გაზეთში, გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეში“. ასევე იყო სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ PR - მენეჯერი და ამავე ორგანიზაციაში გამომავალი სამენოვანი გაზეთის „ფესვების“ რედაქტორი; 2013 წლიდან დღემდე კი არის ასოციაცია „ლიბერალის“ დამფუძნებელი, პროექტის – „ტავრიელი დუხობორების დეპორტაცია საქართველოში და მათი იდენტობა“ ხელძღვანელი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრა "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტებთან
ახალციხეში ადამიანის უფლებების შესახებ იმსჯელეს
სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
სახალხო დამცველის მობილური ჯგუფები სამცხე–ჯავახეთში არჩევნებს დააკვირდებიან
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში
ვის და რატომ გაახსენდნენ დუხობორები?
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი იმუშავებს