FM97.5 / LIVE

'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 19.03.2019
ახალციხეში მიქუტიშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ ჩიხში, სადაც ოცამდე ოჯახი ცხოვრობს, კანალიზაცია ღია არხით მოედინება. აქ კლდის ნაწილია ჩამოშლილი და წვიმიან ამინდში ადგილობრივებს სახლებში ნიაღვარი უვარდებათ, გზა კი ქვა–ღორღის გამო მიუვალი ხდება.

'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ

მიქუტიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 62 წლის რაფო ამბარიანი ამბობს, რომ მის სახლში ძლიერი წვიმის დროს წყალი ვარდება: „ზედა დასახლებიდან ნიაღვარი მოდის აქ, თან კლდე დაიშალა და მიწა გახდა. ჩამოსული ლამი ქუჩის ბოლოში, საკანალიზაციო მილს ჭედავს, წყალი ვეღარ გადის და გარშემო ყველაფერი იტბორება. ახლა სახლის კედლებს ზოლებად ეტყობა წყლის ნაკვალევი“.

'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენამბარიანის მეზობლად მცხოვრები სერგო კუნჩიბაშანი გვიყვება, რომ მათი ჩიხის ზედა მხარიდან წამოსული ნიაღვრის შეკავების მიზნით, წყალმომარაგების კომპანიამ გასულ წელს აქ ერთგვარი ჯებირი გააკეთა, „თუმცა საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს და წყალი ზემოდან ისევ მოდის. გარდა ამისა ისე დატოვეს კანალიზაციის ღია არხია, სადაც ზამთარ ზაფხულს აქ ფეკალიები მოედინება“.

უფრო ადრე, სამი წლის წინ ამავე ქუჩაზე, ოღონდ ცენტრალურ გზაზე ასფალტიც დაიგო. თუმცა, აღნიშნული ჩიხი დატოვეს. „მაშინ გვითხრეს, თქვენთან ჯერ კანალიზაცია უნდა გაკეთდეს და ასფალტს მერე დააგებენო. მას მერე არაფერი შეცვლილა“, – გვიყვება ამბარიანი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ თვითმმართველობას კანალიზაციის ქსელის მოწყობა, ჩამოშლილი კლდის ნაწილის გაწმენდა და ასფალტის საფარის მოწყობაც სთხოვეს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.

„ჩამოშლილი მიწაც კი არ გაწმინდეს მერიის წარმომადენლებმა და ყოველ წვიმის დროს აქ მდგომარეობა გაუსაძლისია“, – ამბობს მიქუტიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ზაზა გელშვილი და ამატებს – „მერიას არჩევნები, როცა მოდის მაშინ ვახსენდებით, წინა დღეებში გრეიდერს აატარებენ და მორჩა“.

ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს მის მეზობლად მცხოვრები თუმას სარქისიანიც: „პატრონი არ გვყავს, კალოშები, ან ბოტები უნდა ჩაიცვა, როცა წვიმს, თორე აქ ისე ვერ გაივლი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნუმულ ჩიხში გზაც და საკანალიზაციო ქსელიც 2019 წლის ბოლომდე მოეწყობა: „ველოდებით წყალმომარაგების კომპანიამ საკანალიზაციოს სისტემა მოაწესრიგოს და ჩვენ გზას დავაგებთ“.

წყალომარაგების კომპანიიდან, აღნიშნულ ჩიხში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რედაქცია პასუხს ელოდება.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გორგასლის ქუჩაზე დაზიანებული ასფალტის აღდგენას ითხოვენ
ახალციხეში 4 ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა
ჭყონდიდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთბას ითხოვენ
'სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც' – დასახლება კანალიზაციის გარეშე
„აქ ცხოვრება აუტანელი გახდა“  - მოუწესრიგებელი კანალიზაცია მეზობლების დაპირისპირების მიზეზი ხდება
9 აპრილზე დაზიანებულ წყლის მილს ნებართვის გარეშე ვერ აკეთებენ
საბარგოზე საკანალიზაციო ქსელი გააკეთეს, თუმცა ფეკალიები ისევ გზაზე მოედინება