FM97.5 / LIVE

თამარის ქანდაკებას რეაბილიტაცია სჭირდება

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 24.07.2015
16 წლის წინ ახალციხეში დადგმულ თამარ მეფის ძეგლს პირვანდელი სახე რომ დაუბრუნდეს, რეაბილიტაცია სჭირდება.

თამარის ქანდაკებას რეაბილიტაცია სჭირდება
1999 წლის გაზაფხულზე ახალციხეში თამარ მეფის ძეგლი დაიდგა. მას შემდეგ 16 წელიწადი გავიდა. დღეს ახალციხელები წუხან, რომ ძეგლის პირვანდელი სახე შეილახა და ფიქრობენ, რომ ქანდაკებას რეაბილიტაცია სჭირდება.

„განახლება სჭირდება თამარ მეფის ძეგლს. ქანდაკება უკვე კარგა ხნისაა და რესტავრაცია სჭირდება, რათა უფრო კარგი სანახავი და მოსაწონი იყოს ტურისტებისთვის. ბევრი დამსვენებელი ჩამოდის და უკეთესი იქნება, თუ ძეგლს მეტი ყურადღება მიექცევა,“– ამბობს ახალციხის მცხოვრები ნათია ფერაძე.

ახალციხის მცხოვრებლები, ასევე, ამბობენ, რომ ძეგლს, გარემოს ზემოქმედებით, პირვანდელი ფერი დაკარგული აქვს, ხოლო ზოგიერთი დეტალი დაზიანებულია.

მელანო ცეცხლაძის თქმით, „კარგი იქნება, თუ ძეგლს რესტავრაციას ჩაუტარებენ და უფრო ლამაზი, მიმზიდველი გახდება.“

„ძეგლი მოუვლელია და ნამდვილად სჭირდება ყურადღება, მე როგორც შევამჩნიე, მოტეხილი აქვს ზოგი ნაწილი, მათ შორის - თითიც,“ –ამბობს ელენე ქიმერიძე.

ახალციხელთა საწუხარით მივმართეთ ახალციხის მერიას, სადაც გვითხრეს, რომ გეგმავენ ძეგლის რესტავრაციას, თუმცა, ამ დროისთვის კონკრეტული ინფორმაცია არ გააჩნიათ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო
ახალციხეში თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ძეგლები გარეცხეს [Photo]
შოთა რუსთაველის ძეგლის რესტავრაცია დასრულდა ®
ბორჯომში ‘კუკუშკას’ ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება
რა ფერი იქნება რუსთაველის ძეგლი რესტავრაციის შემდეგ – მერის განმარტება
ორთქმავალ ‘კუკუშკას’ ძეგლს  რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხეში მიხეილ თამარაშვილის ძეგლს დადგამენ