FM97.5 / LIVE

რა ფერი იქნება რუსთაველის ძეგლი რესტავრაციის შემდეგ – მერის განმარტება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.07.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ შოთა რუსთაველის ძეგლი რესტავრაციის პროცესშია და დასრულების შემდეგ მას ყვითელი კი არა, მუქი ბრინჯაოსფერი ექნება.

რა ფერი იქნება რუსთაველის ძეგლი რესტავრაციის შემდეგ – მერის განმარტება

„დაზიანებული იყო და საჭიროებდა აღდგენას. სამუშაოების შესასრულებლად მოვიწვიეთ პროფესიონალი მოქანდაკე პაატა გიგაური. ძეგლი გაიწმინდა ქვიშა–ჭავლური მეთოდით, მოიხსნა საღებავის ფენები. შეივსო ძეგლზე არსებული ბზარები და დაიდო მაღალი ხარისხის „ვერნილაკის გრუნტი“. იგი შეიღება ოქროსფრი სპეციალური გრუნტ საღებავით. სამუშაოები გრძელდება და საბოლოოდ მუქ ბრინჯაოს ფერს მივიღებთ“, – განმარტავს ზაზა მელიქიძე.

ქალაქის მერი ამბობს, რომ შოთა რუსთაველის ძეგლს კაპიტალური რესტავრაცია პირველად უტარდება. სამუშაოები სავარუდოდ მომდევნო კვირაში დასრულდება.

გუშინ 20 ივლისს, დღის ბოლოს, ძეგლი სპეციალური ნივთიერებით დაამუშავეს, რამაც ოქროსფერი შესძინა. ამ ფერმა კი საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ამ ეტაპზე ძეგლი შეფუთულია და მას რესტავრაციის დასრულების შემდეგ ძველ ადგილს დაუბრუნებენ. სამუშაოებისთვის 3 850 ლარი დაიხარჯება.

შოთა რუსთაველის ძეგლი ახალციხეში 1968 წელს დაიდგა. ძეგლის ავტორი უცნობია.

რა ფერი იქნება რუსთაველის ძეგლი რესტავრაციის შემდეგ – მერის განმარტება

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შოთა რუსთაველის ძეგლის რესტავრაცია დასრულდა ®
ახალციხეში  შოთა რუსთაველის ძეგლი ოქროსფრად შეღებეს [ფოტო]
ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო
ახალციხეში თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ძეგლები გარეცხეს [Photo]
შოთა რუსთაველის ძეგლთან შადრევანი შეაკეთეს [ფოტო]
კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე ძირითადი სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება ®
ახალქალაქში, რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ფეკალიებით იტბორება [Photos]