FM97.5 / LIVE

ორთქმავალ ‘კუკუშკას’ ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.02.2020
ბორჯომში, თორის ქუჩაზე არსებული „კუკუშკის“ ძეგლსა და პლატფორმას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საუკუნის წინანდელი ექსპონატის მოწესრიგებისთვის თვითმმართველობა ტენდერს აცხადებს.

ორთქმავალ ‘კუკუშკას’ ძეგლს  რეაბილიტაცია ჩაუტარდება

1902 წელს გამოშვებული ორთქმავლის ნაწილის რეაბილიტაციისთვის, ბორჯომის მერია ტენდერს 7 265 ლარზე აცხადებს. მის ფარგლებში, „კუკუშკის“ ძეგლი და მისი პლატფორმა უნდა მოეწყოს.

ძეგლი იმ ორთქმავლის ნაწილია, რომელიც 118 წლის წინ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე სამოძრაოდ ინგლისიდან ჩამოიყვანეს. 1967 წლიდან კი, რკინიგზის ელექტროფიკაციის შემდეგ, უფუნქციოდ დარჩა და დღემდე ბორჯომის ხეობის სიმბოლოდ ითვლება.

„მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის წარმომადგენელთან ერთად, სამუშაოთა შესასრულებლად მოხდა ადგილზე დათვალიერება და დადგინდა ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი: მოხდება ორთქმავალზე საღებავის მოხსნა, პლატფორმის კედლიდან ძველი ნალესის მოხსნა, ორთქმავლის პლატფორმის კედლების შელესვა ცემენტის ხსნარით, პლატფორმის არსებული ხის კარის ამოცვლა მეტალო პლასმასის კარის ბლოკით, პლატფორმის კედლების და ზედაპირის მოპირკეთება ბაზალტის ფილით, მოეწყობა დეკორატიული განათება. მოხდება ტერიტორიის მოსუფთავება და სამშენებლო ნარჩენების გატანა“, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს დასრულდება.

იმის შესახებ, რომ „კუკუშკის“ ძეგლს რეაბილიტაცია სჭირდებოდა, „სამხრეთის კარიბჭემ“ გასული წლის აგვისტოში დაწერა.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - „კუკუშკას“ უძრავი ძეგლის სტატუსი, 2017 წლის 30 ივნისს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით მიენიჭა.

ორთქმავალ ‘კუკუშკას’ ძეგლს  რეაბილიტაცია ჩაუტარდება

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ‘კუკუშკას’ ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
'მოუწესრიგებელი და მიტოვებულია' - ექსპონატი 'კუკუშკა' ვიზიტორების გარეშე
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
'კუკუშკა' ერთი თვე არ იმუშავებს
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით 'კუკუშკას' მოძრაობა შეიზღუდება ®