FM97.5 / LIVE

ზარზმელის ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

მთავარისამართალი » შემთხვევა 17.07.2015
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩებს (N1,N2,N3 მონაკვეთებს), ეგრეთ წოდებულ, ‘ადინაცეტების’ დასახლებას, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

ზარზმელის ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

როგორც ადგილობრივებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, გაზი დაახლოებით 14:00 საათზე გაითიშა. ბუნებრივი აირის შეწყვეტის შესახებ კომპანიას აბონენტები არ გაუფრთხილებია.

ადგილობრივების სატელეფონო ზარები გაზის შეწყვეტის მიზეზის გასარკვევად, ახალციხის მერიაშიც შევიდა. მერიის პრესსამსახურის თანამშრომლის განმარტებით, მათთან არაერთმა მოქალაქემ დარეკა.

კომპანიაში, რომელიც ახალციხეს ბუნებრივი აირით ამარაგებს, ამბობენ, რომ დასახლებას ბუნებრივი არის მიწოდება ავარიის გამო შეუწყდა. დაზიანება ტექნიკურმა ჯგუფმა გარე მილებზე, ქუჩაში აღმოაჩინა. რაც შეეხება აბონენტების გაფრთხილებას, ავარიის შემთხვევებში მოსახლეობას ვერ აფრთხილებენ.

"სამუშაოები მიმდინარეობს. სხვა დანარჩენ ქუჩებს მიეწოდებათ. წინასწარ არ გაგვიფრთხილებია, რადგან ავარიული სიტუაცია იყო და ვერ გავაფრთხილებდით, ასეთ სიტუაციებში წინასწარ ვერ ვაფრთხილებთ. ქუჩაში დავინახეთ დაზიანება და დავიწყეთ გაკეთება" , – ამბობს კომპანიის დირექტორი ვასილ აბულაძე.

მისივე თქმით, დასახლებას გაზის მიწოდება დაახლოებით ორ საათში აღუდგება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალციხის სამ ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალციხის შვიდ ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ხვალ დილამდე ახალციხეს ბუნებრივი აირი არ ექნება
ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება ერთ საათში აღდგება
ახალციხეს გაზი არ მიეწოდება
ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება