FM97.5 / LIVE

ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

მთავარისამართალი » შემთხვევა 01.04.2016
9 აპრილის ქუჩაზე, გაზის მილის დაზიანების გამო, ახალციხის მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ამ ეტაპზე ბუნებრივი აირი 6000–მდე აბონენტს არ მიეწოდება.

ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

შპს „ინტერგაზის“ დირეტორის ვასილ აბულაძის განმარტებით, ახალციხეში გაზი ავარიულად დაახლოებით 13:00 საათისთვის გაითიშა.

მისივე განმარტებით, 9 აპრილის ქუჩაზე, გაზის მიწისქვეშა სადენი „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ახალციხის სერვისცენტრის თანამშრომლებმა შემთხვევით დააზიანეს, მაშინ, როდესაც ცხრასართულიან კორპუსში დენის მრიცხველებს ამონტაჟებდნენ.

„ენერგო–პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბალახაშვილი ადასტურებს, რომ 9 აპრილზე ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა.

„9 აპრილის ქუჩაზე, მშენებარე ცხრასართულიან კორპუსში, კოპანიის თანმაშრომლები მრიცხველებს ამონტაჟებდნენ, სწორედ ამ დროს დაზიანდა გაზის მილი. გაზის კომპანიამ უკვე მოგვმართა. ჩვენი თანამშრომლები დაზიანებულ ადგილს ამოთხრიან, გაზის კომპანია კი თავისი აპარატურით შეაკეთებს. სამუშაოები მალე დასრულდება“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში გიორგი ბალახაშვილმა.

გაზის კომპანიაში განმარტავენ, რომ 17:00 საათისთვის ქალაქს გაზმომარაგება სრულად აღუდგება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გაზის მიწოდება  აღდგა
ქალაქ ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალციხეს გაზი არ მიეწოდება
ახალციხეში 6 000  აბონენტს გაზი არ მიეწოდება
ახალციხეს გაზის მიწოდება შეუწყდა და დილამდე არ ექნება
ხვალ დილამდე ახალციხეს ბუნებრივი აირი არ ექნება
9 აპრილზე ავტოავარიის შედეგად გაზის მილი გასკდა და ბუნებრივი აირი ჰაერში გაიფრქვა [Photo]