FM97.5 / LIVE

კეთილმოწყობის მოლოდინში - რა სჭირდება დამსვენებელს ახალციხის ტბაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2019
ტურისტული სეზონს ახალციხის ხელოვნური ტბა ისევ მოუწყობელი ინფრასტრუქტურით შეხვდა. აქ ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ნავების ახალი ბაქანის გაკეთება იგეგმება. ხელშეკრულება მზადდება ტბის მკვებავი მილსადენის სათავე-ნაგებობის მოწესრიგებისთვისაც.

კეთილმოწყობის მოლოდინში - რა სჭირდება დამსვენებელს ახალციხის ტბაზე

მაისიდან ახალციხის ტბაზე განტვირთვის და ვარჯიშის მსურველთა რაოდენობამ იმატა. მათი უმრავლესობა აქ საღამოს მოდის. გასართობად მოჰყავთ მცირეწლოვნებიც. ტბის ტერიტორიაზე დასვენების მსურველთა ნაწილი ამბობს, რომ ტერიტორია კეთილმოწყობილი არ არის. გარდა ამისა, საღამოს აქ ხალხთან ერთად თავს იყრიან მიუსაფარი ძაღლებიც.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ხელოვნურ ტბასთან სხვადასხვა გასართობის და დასასვენებელი ადგილის მოწყობაა შესაძლებელი.

„შეიძლება აქ დასვენება, მაგრამ არ არის კეთილმოწყობილი და გული მწყდება. ელემენტარულად, ქოლგები მაინც რომ დადგან, რომ ხალხმა თავი შეაფაროს, ეს არ იქნება დიდ თანხებთან დაკავშირებული, ასევე, ღია კაფე რომ გაკეთდეს. არანაირი გასართობი არ არის. მხოლოდ ეს ნავებია და ბავშვები ერთობიან, უფროსებისთვის არანაირი საშუალება არ არის“, - ამბობს ახალციხელი ქეთინო ნასყიდაშვილი.

კეთილმოწყობის მოლოდინში - რა სჭირდება დამსვენებელს ახალციხის ტბაზე

ახალციხელი დავით ბახტაძე ამბობს, რომ ტბაზე, ძირითადად, საღამოს, მეგობრებთან ერთად მიდის: „ქალაქში ერთი ეს ადგილია, სადაც შეგიძლია, საღამოს გამოხვიდე. ძირითადად, სამსახურის შემდეგ მოვდივართ. ამ ადგილზე ბევრი რამის დამატება შეიძლება. მაგალითად, ბავშვების გასართობი ადგილები არ არის, კაფე, ყავის დალევაც შუძლებელია, პატარა რესტორანიც კარგი იქნება“.

„ხელოვნური ტბის“ ტერიტორიაზე ინფრასტრუქუტურის მოწესრიგება ივნისში დაიწყო. ტენდერში შპს „პერსპექტივამ“ გაიმარჯვა, რომელიც სამუშაოებს 21 248 ლარად შეასრულებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აქ არსებული ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ახალი მისადგომი ბაქანის მოწყობა აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.

ააიპ „ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების“ ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე ამბობს, რომ ტბის ტერიტორიაზე არსებული სამუშაოები ტენდერით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება და დაჩქარების შესაძლებლობა არ აქვთ: „ტენდერი მერიამ გამოაცხადა და გამარჯვებულ კომპანიას თავისი ვადა აქვს, რომ დაასრულოს“.

მისივე თქმით, იგეგმება ხელოვნური ტბის მკვებავი მილსადენის სათავე-ნაგებობის მოწყობაც. ამისთვის კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა. შპს „არო“ სამუშაოებს 44 861 ლარად შეასრულებს. კომპანიასთან, ამ ეტაპზე, ხელშეკრულება ფორმდება.

„სათავე-ნაგებობა სოფელ ივლიტასთანაა, ქალაქიდან შორს არის, რომ რაც შეიძლება სუფთა წყალი წამოვიდეს. გასულ წელს, წყალდიდობა იყო და დაანგრია სათავე, ამიტომ ყოველთვის პრობლემა გვაქვს ხოლმე წყლის მიღებასთან დაკავშირებით. სამუშაოების შემდეგ, როცა ცუდი ამინდი იქნება და მღვრიე წყალი წამოვა, შეგვეძლება ჩავკეტოთ სათავეზე და ჭუჭყიანი წყალი არ გამოვუშვათ, სანამ არ დაიწმინდება“, - ამბობს ჯემალ გიორგაძე.

ტბის ადმინისტრაციის საკუთრებაშია ველოსიპედები, ნავები და წყლის ველოსიპედები. მათი ქირაობა დღის საათებშია შესაძლებელი. ერთი საათით წყლის ველოსიპედი 10 ლარი ღირს, ნავი და ველოსიპედი კი – 5 ლარი.

გარდა ამისა, ტბაზე შესაძლებელია თევზაობაც. მისი ღირებულებაც ხუთი ლარია: „მოვდივართ, ნებართვას ვიღებთ, მერე ხუთ ლარს ვიხდით და საღამომდე შეგვიძლია ვითევზაოთ, ოღონდ ქვირითობის დროს - არა. მე ხშირად მოვდივარ, კვირაში 3-4-ჯერ ვთევზაობ. შეგიძლია ანკესი მოიტანო ან შეგიძლია იქირაო. თევზის სახეობა ძირითადად „კარასია“, - ამბობს იმედა ნადიბაიძე.

მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ტბის ადმინისტრაცია მხოლოდ სპორტული მოწყობილობების დადგმას აპირებს: „სპორტულ–გამაჯანსაღებელი მოწყობილობების დადგმაზე იყო საუბარი, მერია გეგმავს. ჩვენ გასულ წელს წყლის ველოსიპედები შევიძინეთ. სხვა გეგმები ამ წელს არ გვაქვს“.

კეთილმოწყობის მოლოდინში - რა სჭირდება დამსვენებელს ახალციხის ტბაზე

კეთილმოწყობის მოლოდინში - რა სჭირდება დამსვენებელს ახალციხის ტბაზე

კეთილმოწყობის მოლოდინში - რა სჭირდება დამსვენებელს ახალციხის ტბაზე

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ტბაზე წყლის ველოსიპედებითა და ნავებით სეირნობა უკვე შესაძლებელია
ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა
მერია ახალციხის ტბის რეაბილიტაციას იწყებს
ახალციხის ტბაზე შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მერიამ ახალციხის ტბისთვის წყლის ველოსიპედები შეიძინა
ქვეწარმავლები ‘ახალციხის ტბაზე’ – რას აპირებს ტბის ადმინისტრაცია [Video]
დაზიანებული შადრევანი და ჩაბნელებული ბილიკი ახალციხის ტბაზე [ფოტო]