FM97.5 / LIVE
უყურადღებოდ მიტოვებული ახალციხის ხელოვნური ტბის სრული რეაბილიტაცია იწყება. რას გეგმავს ქალაქ ახალციხის მერია და რა დაჯდება ჭაობად ქცეული ტბის აღდგენა.">

მერია ახალციხის ტბის რეაბილიტაციას იწყებს

მთავარიეკონომიკა 13.03.2015
თითქმის ორი წლის განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებული ახალციხის ხელოვნური ტბის სრული რეაბილიტაცია იწყება. რას გეგმავს ქალაქ ახალციხის მერია და რა დაჯდება ჭაობად ქცეული ტბის აღდგენა.

მერია ახალციხის ტბის რეაბილიტაციას იწყებს

ქალაქ ახალციხის მერია ახალციხის ხელოვნურ ტბაზე აღდგენით სამუშაოებს იწყებს. როგორც მერიაში განმარტავენ ტბის განვითარებაზე შპს „ახალციხის ტბა“ იზრუნებს. ტბის სრული რეაბილიტაციისთვის კი 100 ათასი ლარი დაიხარჯება.

„შეიქმნება შპს რომელსაც ერქმევა „ახალციხის ტბა“ და რომელიც იზრუნებს ყველაფერზე, რაც ახალციხის ტბასთან იქნება კავშირში. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. შპს იქნება 100 პროცენტით მერიის საკუთრება“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ „ახალციხის ტბა“ ქალაქის ბიუჯეტის შემოსავალს გაზრდის.

მისივე თქმით, პირველ რიგში ახალციხის ტბაზე სანაპიროსა და ტბაზე შემავალი წყლის სათავე ნაგებობის გაკეთება იგეგმება: „სანაპიროს მოსაწყობად საჩხერიდან 1000 კუბამეტრი სილა უნდა ჩამოვიტანოთ, რომლის ხარჯთაღრიცხვის გაკეთებაზე უკვე ვმუშაობთ. რაც შეეხება წყლის სათვე ნაგებობას, რომლის საშუალებითაც შედის წყალი ტბაში, თავის დროზე არასწორედ გაკეთდა, როგორც კი წყლის დონე მატულობს პრობლემები იქმნება, ამიტომ, როგორც კი ცოტა დათბება, ამ პრობლემას გადავჭრით“.

ქალაქის მერია ტბაზე ოთხი ნავის და წყლის ველოსიპედების გაშვებასაც გეგმავს. გამოიყოფა ადგილი სადაც უცხოელ ტურისტებს კარვების დადგმა და ღამის გათენება შეეძლებათ. ამოქმედდება ის საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც ტბის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გასულ წელს გაკეთდა. იგეგმება ტრენაჟორების დადგმაც.

„მოგეხსენებათ ტბის გახსნიდან მალევე დაიხურა ტბაზე არსებული ერთ – ერთი კაფე, ჩვენ ვესაუბრეთ მეპატრონეს და გეგმავს, რომ კაფე ისევ აამუშაოს. რაც შეეხება სასტუმროს, რომლის მშენებლობაც შეჩერებულია, მფლობელებს ვერ დავუკავშირდით, ამიტომ არ ვიცით რას აპირებენ. როგორც ვიცი, სასტუმროს სარდაფი წყლით არის სავსე და სავარაუდოდ მშენებლობაც ამის გამო შეჩერდა“, – ამბობს კოპაძე და ამატებს, რომ ამ ეტაპზე მერია ტბაში არსებული შადრევნის აღდგენას ვერ ახერხებს, „ფანტანს ძრავა აქვს დაზიანებული, გარდა ამისა, როგორც ვიცი მოქალაქეებმა ნათურებიც დააზიანეს. ფანტანის შესაკეთებლად დაახლოებიოთ 80 ათასი ლარია საჭირო, ამ ეტაპზე კი ამდენი თანხა არ გვაქვს“.

შეგახსენებთ, რეაბილიტირებული ხელოვნური ტბა 2012 წლის მაისის ბოლოს გაიხსნა. გახსნიდან ორ წელიწადში ორ მილიონ ლარად მოწყობილ ხელოვნური ტბის გასართობ კომპლექსში, ტბის ნაწილი დაშრა, ნაწილი დაჭაობდა, წყლის მილები დასკდა, შადრევნის ძრავა კი დაზიანდა. ხელისუფლების შეცვლიდან დღემდე კი ახალციხის ტბაზე არაფერი გაკეთებულა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა
ზაფხულის ბოლოს, ახალციხის დამშრალ ტბაში წყალი შეუშვეს
ახალციხის ტბაზე შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხის ტბაზე წყლის ველოსიპედებითა და ნავებით სეირნობა უკვე შესაძლებელია
ქვეწარმავლები ‘ახალციხის ტბაზე’ – რას აპირებს ტბის ადმინისტრაცია [Video]
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები აღარ მუშაობს
ტბაზე სეზონი ისე გაიხსნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა ვერ მოწესრიგდა