FM97.5 / LIVE

სამგზავრო გადაყვანების სააგენტო: „კანონი ისეთი ლიბერალურია, სადგურის მოწყობას მფარველი არ სჭირდება“

მთავარისაზოგადოება 04.07.2015
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სამგზავრო გადაყვანების სამმართველოში სადგურების მოწყობასა და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობენ;

სამგზავრო გადაყვანების სააგენტო: „კანონი ისეთი ლიბერალურია, სადგურის მოწყობას მფარველი არ სჭირდება“

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სამგზავრო გადაყვანების სამმართველოს უფროსი ალექსანდრე იანვარაშვილი აცხადებს, რომ სადგურების მოწყობასა და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით, კანონში ძალიან ბევრი ხარვეზია: „ეს 2005 წელს გატარებულმა ლიბერალურმა პოლიტიკამ გამოიწვია“.

იანვარაშვილი ახალციხეში სადგურებს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ამბობს, რომ დეტალებს ვერ იხსენებს: „რაც არ უნდა იყოს, კანონი ისეთი ლიბერალურია, რომ სადგურის მოწყობას მფარველი არ სჭირდება, ეს გამორიცხულია“.

მისი განცხადებით, საკანონმდებლო ხარვეზებთან დაკავშირებით აღნიშნული სამმართველო მუშაობს და ახალი კანონპროექტი მოამზადა კიდეც: „სადგურებთან და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშრებით კანონპროექტი შემდგომი პროცედურებისთვის მთავრობას უკვე წარედგინა. ამის შემდეგ რა როგორ იქნება, ეს უკვე ჩემს კომპეტენციაში აღარ შედის“.

რაც შეეხება ახალციხეში სადგურებს შორის გაჩენილ კონფლიქტს კანონდარღვევებთან დაკავშირებით, იანვარაშვილის თქმით, ხარვეზების გამო მონიტორინგის სამსახურმა სადგურები მართლაც დააჯარიმა: „რომელი სადგური რა დარღვევისთვის ზუსტად არ მახსოვს. ეს მონიტორინგის სამსახურში გაარკვიეთ“.

მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა ესიავა ახალციხეში ავტოსადგურების მუშაობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღებას მხოლოდ მისი წერილობითი ფორმით გამოთხოვის შემთხვევაში შევძლებთ.

"სამხრეთის კარიბჭე" ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, დღეს, დილიდან, ავტოსადგური გაფიცული იყო და არცერთი ტრანსპორტი არ მიიღო. ავტოსადგურის თანამშრომლები და მძღოლები მეორე სადგურის მუშაობას აპროტესტებდნენ.

ახალციხის ცენტრალურ ავტოსადგურში აცხადებენ, რომ ახალი სადგური, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამება, მათ არაჯანსაღ კონკურენციას უწევს. მეორე სადგურში კი პირობებს ცენტრალურ სადგურს უწუნებენ და ამბობენ, რომ მათთან იმ სადგურიდან გამოქცეული მძღოლები მუშაობენ. რასაც, თავის მხრივ, აბსურდულს უწოდებენ ცენტრალურ სადგურში და მეორე სადგურის იდუმალ მფარველებზე უთითებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ავტოსადგურმა გაფიცვა შეწყვიტა
შპს ‘ჯეოტივი’: მეორე სადგურს მფარველი რომ არ ჰყავდეს, ვერ იმუშავებდა
დღეს დილიდან ახალციხის ავტოსადგური  გაფიცულია
შპს „პროფესიონალი“: ‘ცენტრალურმა ავტოსადგურმა თავის პირობებს გადახედოს’
ახალციხეში მოქმედი ავტოსადგურების დარღვევები და ჯარიმები
ავტოსადგური თუ ავტოსადგომი – რა შენდება ყოფილი ღვინის  ქარხნის ტერიტორიაზე
რამდენად არის ახალციხეში რამდენიმე ავტოსადგურის საჭიროება [Video]