FM97.5 / LIVE

შპს „პროფესიონალი“: ‘ცენტრალურმა ავტოსადგურმა თავის პირობებს გადახედოს’

მთავარისაზოგადოება 04.07.2015
შპს „პროფესიონალში“, რომელსაც ახალციხის ცენტრალური ავტოსადგურის თანამშრომლები პირობების შეუსაბამობასა და არასწორ კონკურენციაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ სტანდარტების შესაბამისი არც ცენტრალური ავტოსადგურია.

შპს „პროფესიონალი“: ‘ცენტრალურმა ავტოსადგურმა თავის პირობებს გადახედოს’

შპს „პროფესიონალში“ ამბობენ, რომ ახალციხის ავტოსადგურის პროტესტის არ ესმით. მათი განცხადებით, ცენტრალური ავტოსადგურის შეფერხებულ მუშაობასთან, მათი სადგური არაფერ შუაშია.

„გვაქვს ოთახი, სადაც მგზავრებს შეუძლიათ მოისვენონ, სხვა მხრივ რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ?“ – ამბობს შპს „პროფესიონალის“ დირექტორის მოადგილე აშოტ ფადარაშვილი.

შპს „პროფესიონალი“ თამარაშვილის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. სადგურს 35–მდე მძღოლი ჰყავს. დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მათთან სამუშაოდ ის მძღოლები გადავიდნენ, ვინც ცენტრალურმა სადგურმა აიძულა: „აქ არიან ის მძღოლები, რომლებიც ნუგზარ მამუკაშვილმა გამოყარა. იგი მძღოლებს ფულს ართმევდა, ჯიბეს ისქელებდა და როცა ეს ვეღარ აიტანა ხალხმა, მას შემდეგ წამოვიდა“.

ახალციხე–თბილისის მარშრუტის მძღოლი ბორის რაზმაძე ამბობს, რომ მას ცენტრალურ სადგურში სამუშაოდ ადგილი აღარ დაუტოვეს: „აქ გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ ვიმუშაოთ. იქ ნუგზარ მამუკაშვილმა შემოიყვანა თავისი მანქანები და აღარ დარჩა ადგილი „რეისი“ რომ შემესრულებინა“.

რაც შეეხება ფასებზე გაწეულ კონკურენციას, „პროფესიონალში“ ამბობენ, რომ ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მათაც 6 ლარად მიჰყავთ მგზავრები. თბილისდან უკან კი 8 ლარად ბრუნდებიან: „მძღოლები არაფერ შუაში არიან, ფასებს სადგური ადგენს“.

შპს „პროფესიონალის“ ადმინისტრაცია, იმას თუ რა ფართშია განთავსებული ავტოსადგური, ვერ აკონკრეტებს.

შპს „პროფესიონალი“: ‘ცენტრალურმა ავტოსადგურმა თავის პირობებს გადახედოს’"ზუსტად არ ვიცი", – ამბობს აშოტ ფადარაშვილი.

იგი არ მალავს, რომ საგზაო დეპარტამენტმა სადგური ერთხელ ნამდვილად დააჯარიმა, თუმცა, არა სტანდარტების დაუცველობის გამო: „საკასო სალარო არ გვქონდა და 500 ლარით დავჯარიმდით. სხვა ჯარიმა არ გვქონია, ან რატომ უნდა გვქონდეს? შესანიშნავად ვემსახურებით მგზავრებს“.

რაც შეეხება მგზავრების წართმევას, "პროფესიონალში" არც ეს ესმით და ამბობენ, რომ პირიქით, ტრანსპორტი ცენტრალური სადგურიდან უფრო ადრე გადის, თუმცა, თავად აქვე ამბობენ, რომ ყოველ ნახევარ საათში გადიან.

„იმისთვის, რომ ახლა ვიმუშაოთ, ყველანაირ სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე დაწყებულია ახალი სადგურის მშენებლობა. ეს იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი სადგური. როგორც კი აშენდება, იქიდან გავაგრძელებთ მუშაობას“, – ამბობს დირექტორის მოადგილე და ამატებს, – „ცენტრალურმა სადგურმა თავის პირობებს გადახედოს, საპირფარეშოს რომ ჰგავს. ჩვენ რა პირობებს გვიწუნებს“.

შეგახსენებთ, დღეს, 4 ივლისს, დილიდან, ახალციხის ცენტრალური ავტოსადგური გაიფიცა და არცერთი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი სადგურში არ მიიღო.

"სამხრეთის კარიბჭე" კვლავ აგრძელებს თემაზე მუშაობას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს დილიდან ახალციხის ავტოსადგური  გაფიცულია
შპს ‘ჯეოტივი’: მეორე სადგურს მფარველი რომ არ ჰყავდეს, ვერ იმუშავებდა
ახალციხის ავტოსადგურმა გაფიცვა შეწყვიტა
სამგზავრო გადაყვანების სააგენტო: „კანონი ისეთი ლიბერალურია, სადგურის მოწყობას მფარველი არ სჭირდება“
ავტოსადგური თუ ავტოსადგომი – რა შენდება ყოფილი ღვინის  ქარხნის ტერიტორიაზე
ახალციხეში მოქმედი ავტოსადგურების დარღვევები და ჯარიმები
რამდენად არის ახალციხეში რამდენიმე ავტოსადგურის საჭიროება [Video]