FM97.5 / LIVE

შპს ‘ჯეოტივი’: მეორე სადგურს მფარველი რომ არ ჰყავდეს, ვერ იმუშავებდა

მთავარისაზოგადოება 04.07.2015
შპს „ჯეოტივში“, რომლის ტრანსპორტიც ცენტრალურ სადგურში შედის, ამბობენ, რომ მეორე სადგურს ადგილობრივ ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს, ასე რომ არ იყოს, „პროფესიონალი“ ვერც ამჟამინდელი სადგურიდან იმუშავებდა და კანონიერი მისი მუშაობა არც იმ სადგურიდან იქნება, რომელიც ახლა შენდება.

შპს ‘ჯეოტივი’: მეორე სადგურს მფარველი რომ არ ჰყავდეს, ვერ იმუშავებდა

შპს „პროფესიონალის“ განცხადებებს, ცენტრალური სადგურიდან მძღოლების იძულების შესახებ, შპს „ჯეოტივში“ პასუხობენ.

„ჯეოტივის“ დირექტორი ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ მას მძღოლები არ გაუგდია: „მე შემოვიყვანე ახალი მანქანები, როგორებიც მანამდე ჩვენთან არ არსებობდა, იმისთვის, რომ მგზავრთა გადაყვანა უფრო კომფორტული ყოფილიყო. შევთავაზე მძღოლებს ამ მანქანებზე ემუშავათ, მაგრამ უარი განაცხადეს, ცოტა ფული დაგვრჩებაო“.

მამუკაშვილი ამბობს, რომ შპს „პროფესიონალის“ დირექტორის მოადგილის აშოტ ფადარაშვილის განცხადება, თითქოს, ცენტრალურ სადგურში მძღოლებისგან ფულს იღებენ, ცილისწამებაა და ამაზე პასუხს მოითხოვს: „აშოტ ფადარაშვილს ჩემთან არც კი უმუშავია“.

შპს „ჯეოტივსა“ და ცენტრალურ ავტოსადგურში ფიქრობენ, რომ „პროფესიონალს“ ადგილობრივ ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადგური ვერ იმუშავებდა. „ჯეოტივში“ ამის დამადასტურებელი არგუმენტებიც აქვთ.

„ჩვენ მივწერეთ გუბერნიას, ქალაქის მერიას, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს და იმ კანონდარღვევების შესახებ ვაცნობეთ, რის მიხედვითაც მეორე სადგური მუშაობს“, – ამბობენ „ჯეოტივში“.

ჩამონათვალი, რასაც „ჯეოტივში“ დარღვევას უწიდებენ და რაშიც მფარველობის ნიშნებს ხედავენ, საკმაოდ შთამბეჭდავია.

„სადაც ხდება მგზავრთა ჩასხდომა, იმ მანძილით არ არის დაშორებული ცენტრალურ მაგისტრალს, როგორც ამას კანონმდებლობა არეგულირებს. შესაბამისად, მგზავრთა გადაყვანა უსაფრთხო არ არის. გარდა ამისა, როცა ამ ადგილზე გააკეთეს ავტოსადგური, დააყენეს ავტობუსის გაჩერების ნიშანი, რაც კანონთან შეუსაბამობაშია. ეს არის ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. ამაზე კი საპატრულო პოლიცია თვალს ხუჭავს. ასევე, როცა ამ ტერიტორიაზე დახაზეს პირველი, მეორე და მესამე ბაქანი ავტობუსების გასაჩერებლად, ეს ტერიტორია ეკუთვნოდა ქალაქის მერიას. რომ არა მერიის სიტყვიერი ნებართვა, თორემ ოფიციალურად, წერილობით, ვერ გასცემდნენ, ისინი ცენტრალურ მაგისტარლთან ასე ახლოს ბაქანს ვერ დახაზავდნენ“, – გვიხსნის მამუკაშვილი.

ცენტრალურ სადგურში ფიქრობენ, რომ „პროფესიონალის“ მუშაობა კანონიერი არც ახალი სადგურიდან იქნება: „ავტობუსი სადგურში რომ შევიდეს, უნდა გადაკვეთოს ტროტუარი, იქ არის შუქნიშანიც და მოძრაობენ სკოლის მოსწავლეები. შეუძლებელია ამ ადგილზე მობრუნდეს მაგალითად 13–მეტრიანი რუსთავის ავტობუსი. შესაბამისად, ავტოსადგურის მისამართის შეცვლა მათ მუშაობას კანონიერ ფარგლებში ვერ მოაქცევს. გარდა ამისა, აქ მთავარი ის არის, რომ ქალაქის მერიამ ნებართვა გასცა ამ ადგილზე ავტოსადგომის მშენებლობაზე და არა ავტოსადგურის“.

„ჯეოტივში“ არადამაჯერებლად ეჩვენებათ მერიის პასუხიც, იმის შესახებ, თითქოს საგზაო დეპარტამენტიდან მიღებული პასუხით, „პროფესიონალი“ მეოთხე სტანდარტს აკმაყოფილებს: „არსებობს ავტოსადგურების მოწყობის მხოლოდ სამი კლასი, მეოთხე არ არსებობს“.

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N442 დადგენილების, მე–4 მუხლის პირველ ქვეპუნქტში, მართლაც ნათქვამია, რომ "ავტოსადგურები მომსახურების, უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა საკუთრების დაცვის დონის მიხედვით იყოფა პირველი, მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებად".

შეგახსენებთ, დღეს, 4 ივლისს, დილიდან, ახალციხის ცენტრალურმა ავტოსადგურმა, პროტესტის ნიშნად, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მიიღო. სადგურში აცხადებენ, რომ „პროფესიონალი“, რომელიც სადგურის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მათ არაჯანსაღ კონკურენციას უწევს. „პროფესიონალში“ ცენტრალური სადგურის პროტესტის არ ესმით და ამბობენ, რომ მათთან იმ სადგურიდან გამოქცეული მძღოლები გადავიდნენ, თავად კი ამ ეტაპზე მუშაობისთვის ყველა პირობა აქვთ და მალე ახალი, თანამედროვე სტანდარტების სადგური ექნებათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შპს „პროფესიონალი“: ‘ცენტრალურმა ავტოსადგურმა თავის პირობებს გადახედოს’
ახალციხის ავტოსადგურმა გაფიცვა შეწყვიტა
დღეს დილიდან ახალციხის ავტოსადგური  გაფიცულია
სამგზავრო გადაყვანების სააგენტო: „კანონი ისეთი ლიბერალურია, სადგურის მოწყობას მფარველი არ სჭირდება“
ახალციხეში მოქმედი ავტოსადგურების დარღვევები და ჯარიმები
ავტოსადგური თუ ავტოსადგომი – რა შენდება ყოფილი ღვინის  ქარხნის ტერიტორიაზე
რამდენად არის ახალციხეში რამდენიმე ავტოსადგურის საჭიროება [Video]