FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ კერძო კომპანიაში დირექტორის პოზიცია დატოვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.01.2019
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი დეკლარაციის მიხედვით „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორიცაა. მას შემდეგ რაც ეს დარღვევა TI–იმ დააფიქსირა, ბერძენიშვილმა დირექტორის პოზიცია დატოვა და ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროსაც აცნობა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ კერძო კომპანიაში დირექტორის პოზიცია დატოვა

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა შესაბამისი დოკუმენტები საჯარო სამსახურის ბიუროში დღეს, 22 იანვარს გაგზავნა.

მან ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის დეკემბერში შეავსო, სადაც წერს, რომ არის სააქციო საზოგადოება „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორი. გარდა ამისა, გუბერნატორის მოადგილე კიდევ ერთი კომპანიის, შპს „არომა ტის” დირექტორი და 10%- იანი წილის მფლობელიცაა, ასევე, შპს “ამირში” 12%-იანი წილი ეკუთვნის.

"დეკლარაციაში მითითებულ ორგანიზაციებს არასდროს არ უმუშავია, შესაბამისად, არც შემოსავალი მქონია, ამიტომ ვიფიქრე, რომ კანონიც არ დამირღვევია. არცერთია მოქმედი კომპანია, ანუ რაიმე შემოსავალი არ დამიფარავს. გამომრჩა, რომ დირექტორის პოზიციაზე არ უნდა ვყოფილიყავი. ეს ხარვეზი უკვე გამოსწორებული მაქვს, დირექტორი აღარ ვარ. კომპანიებს კი სადაც 10–12%–იანი წილი მიფიქსირდება, საერთოდ გავუუქმე რეგისტრაცია. ამის შესახებ, წერილი შესაბამისი დოკუმენტების დართვით გავუგზავნე საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსაც“, – გვითხრა ბერძენიშვილმა.

როგორც თავად ამბობს, დეკლარაცია პირველად შეავსო, ამიტომ ყველა დეტალი ვერ გაითვალისწინა: „აქამდე საჯარო მოხელე არ ვყოფილვარ, სახელმწიფო კომპანიებში ვმუშაობდი და დეკლარაციები არ მეხებოდა. აქამდე ერთხელ მაინც რომ ჩამებარებინა დეკლარაცია, ეს არ გამომეპარებოდა“.

შალვა ბერძენიშვილის საქმეს 2019 წელს „შესამოწმებელი დეკლარაციების შემრჩევი კომისია“ განიხილავს. დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ელგუჯა მაკალათია ამბობს, რომ მიმდინარე წელს შესამოწმებელი 607 დეკლარაციაა, ამიტომ როდის განიხილავენ ბერძენიშვილის დეკლარაციას ჯერ არ იციან.

„თუ დარღვევის ხარისხი ისეთია, რომ სავარაუდოდ დანაშაულთან გვაქვს საქმე, მაშინ დეკლარაცია სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნება. თუ დეკლარაციაში არასწორი და არასრული შევსების ფაქტია, ამ შემთხვევაში ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დაჯარიმებაზე. ვაჯარიმებთ დეკლარანტს თავისი ხელფასის 20%–ის ოდენობით. თუ დარღვევის ხარისხი არაარსებითია, მაგალითად თუ არის ცდომილება საბანკო ანგარიშში, ფართში და ა.შ. ამ შემთხვევაში დაჯარიმების ნაცვლად გამოვცემთ გაფრთხილების აქტს“, – ამბობს მაკალთია.

მისი თქმით, სპეციალური კომისია თვეში დაახლოებით 67 დეკლარაციას შეამოწმებს. ერთი დეკლარაციის განხილვის ვადა კი სამი თვეა.

შეგახსენებთ, რომ დეკლარაციაში არსებულ კანონდარღვევაზე ინფორმაცია„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა.

„ბერძენიშვილს აღნიშნული აქვს, რომ სააქციო საზოგადოება „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც წარმოადგენს კანონდარღვევას - საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი არ შეიძლება საჯარო სამსახურს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელობას უთავსებდეს“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც  კანონდაღვევაა’
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე დეკლარაციაში ოჯახის შემოსავალს მალავს
რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა
ასახა თუ არა დეკლარაციაში საჯარო მოხელემ ფარული წილი რესტორან „ალავერდში“
დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი დაჯარიმდნენ
‘ახალციხის საკრებულოს 5 დეპუტატს დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული’ - გამჭვირვალობა
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადარიცხული ფული საჯარო მოხელეების რესტორანში