FM97.5 / LIVE

„ახალციხელობა“ საზეიმო კონცერტით დასრულდა

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 30.06.2015
სახალხო დღესასწაულის „ახალციხელობის“ აღნიშვნა საზეიმოდ, გალა კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.

„ახალციხელობა“ საზეიმო კონცერტით დასრულდა

მას შემდეგ, რაც ყველა სპორტული ღონისძიება, გამოფენა, ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი და დაჯილდოება დასრულდა, სცენა მომღერლებს დაეთმოთ.

სპეციალურად ამ დღისთვის ახალციხეს სტუმრობდნენ: მაკა ზამბახიძე,ზურაბ მანაგაძე,ზურაბ დოიჯაშვილი,ტატო გოდერძიშვილი, ანსამბლი „ალილო“და ლაშა ღლონტი.

„წარმოუდგენელია აქაურობა არ მოგეწონოს, ეს არის საქართველოს უძველესი კუთხე და მე უფლება არ მაქვს არ მოვეფერო აქაურობას. ვგრძნობ ძალიან დიდ სიყვარულს ხალხისგან. მეორედ ვესტუმრე ამ დღესასწაულზე ქალაქს და ვარ ძალიან ბედნიერი.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს“, – განაცხადა ლაშა ღლონტმა „სამხრეთის კარიბჭესთან“.

გალა კონცერტის დასრულების შემდეგ, სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ნარდში პირველი ადგილი ვასილ ბეგაშვილს ერგო, ჭადრაკში – ნოდარ თათოშვილს, მძლეოსნობაში, ვაჟებში – მინდია ენდელაძეს და გოგონებში მართა ჯვარიძეს. ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული კი ახალციხის პირველი საჯარო სკოლის გუნდი გახდა. გამარჯვებულებს სიგელები, მედლები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
„ახალციხელობის“ აღნიშვნა ახალციხის ჰიმნითა და ფეიერვერკით დასრულდა.

[თეონა თაბუნიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
ახალციხელობის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებებით გრძელდება
ვინ გახდნენ სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულები
ახალციხის ციხეზე მოჭადრაკეები დააჯილდოვეს
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში კონცერტით დასრულდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დასრულდა
‘ახალციხელობისადმი’ მიძღვნილი ღონისძიებები სრულდება