FM97.5 / LIVE

ახალციხელობის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებებით გრძელდება

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 30.06.2015
დღეს, 30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში გარბენი მოეწყო. გამარჯვებულებს სიგელები, თასები და სუვენირები ახალციხის ციხეზე, დასკვნით ღონისძიებაზე გადაეცემათ.

ახალციხელობის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებებით გრძელდება
გარბენი პაატა ნათენაძისა და მერაბ კოსტავას ქუჩაზე გაიმართა. მასში ახალციხის სასპორტო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ვაჟებსა და გოგონებში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები უკვე გამოვლინდნენ. ვაჟებს შორის პირველი ადგილი მინდია ენდელაძეს ერგო, გოგონებს შორის კი მართა ჯვარიძეს. გამარჯვებულებს დღეს, საღამოს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, მერიის წარმომადგენლები დააჯილდოვებენ.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონიძიებები. გამარჯვებულები კი საღამოს დაჯილდოვდებიან“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის მთავარმა სპეციალისტმა გელა ძამუნაშვილმა.

მისივე თქმით, გარბენში მონაწილეობა ახალციხის სასპორტო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თუმცა, მსურველები არ გამოჩენილან.

"ახალციხელობის" ფარგლებში, ამ დროისთვის, ახალციხის ციხეში იმართება საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში და შეჯიბრი ჭადრაკში. დაგეგმილია შეჯიბრი ნარდსა და მკლავჭიდში.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
გარბენი ახალციხეში [Photo]
ვინ გახდნენ სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულები
ახალციხეში მოსწავლეებს შორის გარბენში შეჯიბრი გაიმართა
შეჯიბრი ჭადრაკში
„ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა
„ახალციხელობა“ საზეიმო კონცერტით დასრულდა