FM97.5 / LIVE

მეწყერსაშიში ზონები სამცხე – ჯავახეთში

მთავარიეკონომიკა 29.06.2015
სამცხე–ჯავახეთის 7 მუნიციპალიტეტიდან 4–ში არაერთი საფრთხის შემცველი ტერიტორიაა. გეოლოგები ამბობენ, რომ რეგიონი ერთ–ერთ მეწყერსაშიშ ზონად ითვლება.

მეწყერსაშიში ზონები სამცხე – ჯავახეთში

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილმა გეოლოგებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები უკვე შეისწავლეს. დასკვნა, საფრთხის შემცველი რა ტერიტორიებია ახალციხის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღეში დაიდება. ამ ეტაპზე მასალების მომზადება მხოლოდ აწყურის შესახებ დასრულდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ბალახაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოო დასკვნა არ აქვთ, მოსალოდნელი სტიქიის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სოფლებში პრევენციული ღონისძიებები ტარდება.

ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციას კი, როგორც ახალციხეს, ისე სხვა მუნიციპალიტეტებს, სამცხე – ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია აწვდის, რომელსაც აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტი ატყობინებს.

„როგორც კი გუბერნიიდან მივიღებთ ინფორმაციას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ყველა სოფლის რწმუნებულს ვატყობინებთ, ისინი კი მოსახლეობას აფრთხილებენ. ზოგადად, პრევენციისთვის, მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მუდამ მზადყოფნაშია“, – ამბობს ნოდარ ბალახაშვილი და ამატებს, რომ რამდენიმე დღის წინ, მსგავსი ინფორმაციის მიღების შემდეგ, გამგეობის წარმომადგენლებმა ვალეში მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და მოსახლეობის ნათესები დატბორვას გადაარჩინეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა სოფელი მეტ–ნაკლებად მეწყერსაშიშია.

„შევისწავლეთ სოფლების დაზიანების ხარისხი და აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის თთქმის 60 პროცენტი, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად დამეწყრილია“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი პავლე თათოშვილი.
მისივე თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტში პრევენციული ღონისძიებები სისტემატურად ტარდება: „განსაკუთრებით ხანგრძლივი უამინდობის დროს. ჩვენი ტექნიკით ვწმენდთ სანიაღვრე არხებს, მდინარეების კალაპოტებსა და სოფლის გზებს“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლები: საკირე, დგვარი, ტაძრისი, ჭობისხევი, ასევე, ბორჯომში გამარჯვების ქუჩაზე არსებული, ეგრეთ წოდებული, ცოფიანი ღელე და ნიკოლაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია – იმ ადგილების ჩამონათვალია, რომლებიც ბორჯომის გამგეობის წარმომადგენლების თქმით, მეწყერსაშიშ ზონებად ითვლება.

„მუნიციპალიტეტში არიან პასუხისმგებელი პირები, რომლებსაც ეხებათ პრევენციული ღონისძიებების გატარება. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის ვაშენებთ ნაპირსამაგრი და საყრდენი კედლების მშენებლობას“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ კალაძე.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მეწყერსაშიშ ზონად სოფლები: ნაქალაქევი და აწყვიტა ითვლება. როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი ამბობს, აღნიშნული სოფლები ისეა დამეწყრილი, რომ იქ ცხოვრება მოსახლეობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„ნაქალაქევი და აწყვიტა ჯერ კიდევ 1950 წლიდან არის დაფიქსირებული მეწყერსაშიშ ზონად. ამ სოფლებში პრევენციული ღონისძიებების გატარება უკვე შეუძლებელია, ერთადერთი გამოსავალია, აღნიშნული ტერიტორიებიდან მოსახლოება გავიყვანოთ“, – ამბობს პაპაშვილი და ამატებს, რომ მუნიციპალიტეტში სხვა მეწყერაშიში ზონები არ არის: „ოთის წყლის ადიდების საშიშროება იყო ხოლმე, მაგრამ ახლა ამის საფრთხეც აღარ არსებობს, გასულ წელს ნაპირსამაგრი კედლები გავაკეთეთ“.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების თქმით, ჯავახეთში ძირითადად მოსწორებული ტერიტორიებია, ამიტომ მეწყერსაშიში ზონები თითქმის არ არსებობს.

„ჩვენსკენ მეწყერსაშიში ზონები ნაკლებად არის, ეს მარტო ეხება ხევისპირებს, თურქეთის საზღვრიდან დაწყებული თითქმის ახალქალაქამდე, ამ ადგილებში მოსალოდნელია ღვარცოფები, თუმცა სწორედ ამ ტერიტორიაზე, სისტემატურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსი რამაზ ხუციშვილი.

[მანანა სარაშვილი, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონული განვითარების სამინისტროს დავალებები მუნიციპალიტეტებს (R)
სამცხე-ჯავახეთში ამბულატორიების მშენებლობა დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს ®
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტებს ირჩევენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ ზონებს გეოლოგები შეისწავლიან
მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
ამბულატორიების ასაშენებლად სამცხე-ჯავახეთში გამოდარებას ელოდებიან