FM97.5 / LIVE

ბორჯომის N1 საჯარო სკოლამ სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა

მთავარისაზოგადოება » განათლება 23.06.2015
განათლების სამინისტროს ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე ბორჯომის N1 საჯარო სკოლამ მეორე ადგილი დაიკავა.

ბორჯომის N1 საჯარო სკოლამ სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა
სასკოლო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს საშუალება მიეცათ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლები მოემზადებინათ.

განათლების სამინისტროში კომისიის წევრებმა ფრაგმენტულად განმეორებით ნახეს საჯარო სკოლების მიერ მომზადებული სპექტაკლები და ერთობლივი მსჯელობის შედეგად, პირველი, მეორე, მესამე ადგილების მფლობელი და ჟიურის მიერ დაწესებულ ნომინაციაში გამარჯვებული სპექტაკლები გამოავლინეს.

პირველი ადგილი ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი კი ბორჯომის N1 საჯარო სკოლას ხვდა წილად, მესამე ადგილზე ხობის N1 საჯარო სკოლა გავიდა. ხოლო ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლამ ჟიურის ნომინაციაში გაიმარჯვა.

გარდა საპრიზო ადგილებისა, ჟიურიმ 10 სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა წარმომდგენი სკოლები წამახალისებელ სიგელებს მიიღებენ.

ფესტივალის მიზანი იყო ვაჟა-ფშაველას ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და განვითარება. ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა შეარჩიეს არაუმეტეს 5 სპექტაკლისა, რომლებიც საჯაროდ დაიდგა მუნიციპალიტეტის დონეზე და მათ შორის 1 საუკეთესო სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი სამინისტროში გაიგზავნა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც შედგება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლების, ისე პროფესიონალი და ცნობადი სახეებისაგან (გოგი დოლიძე, ანი მიროტაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მიხო მოსულიშვილი, მზია არაბული, გოდერძი შარაშია, ლელა რაზიკაშვილი) დასკვნით ეტაპზე 32 სპექტაკლი განიხილა. ჟიურის წევრებს წინასწარ მიეწოდათ აღნიშნული სპექტაკლების ვიდეო ჩანაწერები და პირველადი შერჩევის შედეგად, 17 სპექტაკლი გამოვლინდა.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიდის კვირეული დასრულდა
მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა
სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კვირეული დასრულდა [photo]
ინტელექტუალურ შეჯიბრში ვალის პირველმა სკოლამ გაიმარჯვა
ახალციხეში 'მხიარულ სტარტებში' ფერსის სკოლამ გაიმარჯვა