FM97.5 / LIVE

რატომ ითხოვდა ”ოცნება” ”დამალის” უბნის გაუქმებას

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 01.10.2012
”ქართული ოცნება” ასპინძის N39 საარჩევნო ოლქის #4 დამალის უბნის გაუქმებას ითხოვდა.

რატომ ითხოვდა ”ოცნება” ”დამალის” უბნის გაუქმებას
ინციდენტი უბანზე დილით, 09:30 წუთზე მოხდა. „ქართული ოცნების“ წევრი კომისიაში დურმიშხან გრიგალაშვილი ამბობს, რომ კენჭისყრის ოთახში ერთი ქალბატონი ხანდაზმულ ამომრჩევლებს კაბინაში მიჰყვებოდა და ბიულეტენის შემოხაზვაში ეხმარებოდა.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით მაშინვე დავწერე 2 საჩივარი“- განაცხადა დურმიშხან გრიგალაშვილმა.

#4 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მგერ ნახაპეტიანის თქმით, უბანზე დარღვევა არ მომხდარა.

„მოხუცი ქალი შემოვიდა, რომელიც ვერ ხედავდა. ასეთ დროს მე უფლება მაქვს, ნებისმიერ ადამიანს ვთხოვო რომ დაეხმაროს ამომრჩეველს, კუთხეში მდგომ გოგონას, რომელსაც მწვანე პერანგი ეცვა, ვთხოვე რომ შეჰყოლოდა. გრიგალაშვილს აღნიშნული გოგონა კომისიის წევრი ეგონა, ამ ფაქტზე დაწერა საჩივარი, რასაც არ ვეთანხმები, რადგან ეს დარღვევა არ ყოფილა,“- განახადა მგერ ნახაპეტიანმა.

დურმიშხან გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ეს ქალბატონი რამდენიმე ამომრჩეველს შეჰყვა.

აღნიშნულის გამო დამალას უბანზე ეუთოს მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც შემთხვევის შესახებ დეტალებს იკვლევდნენ. მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს, იმ მოტივით, რომ კონკრეტულ დარღვევებზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ.

დამალის უბანზე 1345 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთის სიაში კი 46 მოქალაქეა დაფიქსირებული. დამალა ასპინძის მუნიციპალიტეტის ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხმაური დამალის უბანზე – ამომრჩეველი შესვლას მეორედ ცდილობდა
ბორჯომში, 25–ე უბანზე, ორი საჩივარი დაიწერა
წაღვერში, მე–13 უბანზე, ორი საჩივარი დაიწერა
N4 დამალის უბანში არასაკმარისი განათებაა
N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
კუმურდოში ამომრჩეველს კაბინაში დახვდა ბიულეტენი, რომელზეც ხუთი ნომერი იყო შემოხაზული
'მრავალეროვანმა საქართველომ' ჯავახეთში კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დააფიქსირა