FM97.5 / LIVE

30 მაისს ახალციხეში მოქალაქეებს უფასოდ გამოიკვლევენ

მთავარისაზოგადოება 29.05.2015
ხვალ, 30 მაისს, „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ ექიმები მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. მიღება 11:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

30 მაისს ახალციხეში მოქალაქეებს უფასოდ გამოიკვლევენ
„ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ წარმომადგენლები უფასო გამოკვლევებს ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ ჩაატარებენ. ადგილობრივებს გამოიკვლევენ სხვადასხვა დაავადებებზე: ალერგოლოგია – ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტი.

„პაციენტებს გავსინჯავთ ნული ასაკიდან ბოლომდე და მოვემსახურებით ყველას, ვის გასინჯვასაც მოვასწრებთ“, – ამბობს „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ დამფუძნებელი, ალერგოლოგ– იმუნოლოგი ბაია ბეზარაშვილი.

მასთან ერთად, ხვალ მოქალაქეებს გასინჯავენ ალერგოლოგი რუსუდან ქარსელაძე, დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმელაძე და ფტიზიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი კახა ვაჭარაძე.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის, გავსინჯავთ პაციენტებს ფილტვის სხვადასხვა დაავადებებზე, სუნთქვის უკმარისობაზე. ამ მხრივ პრობლემების სტატისტიკური მაჩვენებელი რეგიონში დიდია“, – აცხადებს ბეზარაშვილი.

დღეს „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ წარმომადგენლები მესხეთში დასაქმებულ ექიმებს მედიცინაში დანერგილი სხვადასხვა სიახლეების შესახებ ტრენინგს უტარებენ.

ბეზარაშვილის თქმით, მათი რეგიონში სტუმრობა ახალციხის მერიის ხელშეწყობითა და მოწვევით მოხდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ
ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ახალციხელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
დღეს ახალციხეში უფასო გამოკვლევა - კონსულტაციები ჩატარდება
უფასო სამედიცინო გამოკვლევით 500–მდე ადგილობრივმა ისარგებლა
‘აბასთუმნის ფილტვის ცენტრში’ მოქალაქეებს უფასოდ გამოიკვლევენ