FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია ჩამოყალიბდა

მთავარისაზოგადოება 16.02.2014
მესხური ვაზის ჯიშების მოძიება, აღდგენა, პოპულარიზება და მესხური ღვინის წარმოება-რეალიზებაში ხელშეწყობა, - ამ მიმართულებით იმუშავებს სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია, რომლის პრეზენტაცია დღეს შედგა.

სამცხე-ჯავახეთში ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია ჩამოყალიბდა
ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია, რომლის დაარსების იდეის ავტორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვია, დღეს 16 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთშიც დაფუნძდა.

მისი დამფუძნებელი ახალციხეში მცხოვრები გიორგი ნათენაძეა, რომელიც ოჯახთან ერთად, მესხური ვაზის ჯიშების მოძიებასა და მესხური ღვინის ჩამოსხმაზე აქამდეც მუშაობდა.

გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ ასოციაციის მიზანი მესხური, ტრადიციული ვაზის ჯიშების მოძიება, აღდგენა, გამრავლება და პოპულარიზებაა. მას შემდეგ რაც ვაზის ჯიშებს აღადგენენ, მეღვინეებს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაშიც დაეხმარებიან: „გარდა ამისა, ჩვენს კუთხეში დაკარგულია ქვევრის ტრადიცია და გვინდა, რომ აღვადგინოთ“.

ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემენ, ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიები შეისწავლოს: „ეს იქნება ვაზის დარგვიდან, ყურძნის დაკრეფამდე. ვასწავლით ღვინის დაყენებას და დავეხმარებით პროდუქციის რეალიზებაში. გვექნება ჩვენი საკუთარი მარანი და ასევე, ვებგვერდი“.

საქართველოში ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის ჩამოყალიბების იდეის ავტორი ანდრო ბარნოვი დღეს ახალციხეში გამართულ ასოციაციის პრეზენტაციასაც დაესწრო.

„ყველა რეგიონში ამ ასოციაციების დაფუძნება და შემდგომ განვითარება თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ინიციატივის მქონე ადამიანებს, მათ ვისაც ეს საქმე უყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ახალციხეში არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიც გიორგია. გვინდა, რომ ამ საქმეში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთოს, რადგან მესხეთი არის მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კუთხე. სამწუხაროდ, დრომ მოიტანა, რომ მეღვინეობა მაინცდამაინც განვითარებული არაა და რაც კიდევ უფრო ცუდია, მესხური ენდემური ჯიშები გაქრობის პირასაა“, - ამბობს იგი.

მისივე განმარტებით, ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციები თითოეულ გლეხს, მეღვინეს თუ მცირე მეწარმეს, ხელს უწყობს შეძლოს ხარისხიანი ღვინის დაყენება, რომელიც ღვინის ბაზარს გაამდიდრებს.

ნათენაძეებმა მესხური ღვინო, რომელიც სამი სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან შედგებოდა, პირველად 2009 წელს ჩამოასხეს. ამ დროისთვის, მათ კოლექციაში, მესხური ვაზის დაახლოებით 24 ჯიშია.

„კიდევ ბევრი ჯიში მაქვს გაგზავნილი გამოსაკვლევად. უკვე დადასტურდა, რომ აღმოვაჩინეთ ორი ძველი მესხური ჯიში, ცხენისძუა შავი და მესხური მწვანე. გარდა ამისა, არის კიდევ ბევრი საღვინე ჯიში, რომლის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს მესხურ ჯიშებთან. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. შემდგომ ვაპირებთ გამოვცეთ წიგნი, რომელშიც აღწერილი იქნება ყველანაირი ჯიშის ვაზი, რაც დღემდეა შემორჩენილი მესხეთში“, - ამბობს გიორგი ნათენაძე.

სამცხე-ჯავახეთში ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია ჩამოყალიბდა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხური ღვინო ტოკიოს ღვინის ფესტივალზე
სამცხე–ჯავახეთში უძველესი ჯიშის მესხური ვაზი გაშენდება
ავანგარდი: 'მესხური ვაზი ყველა ოჯახში უნდა დაბრუნდეს' - გიორგი ნათენაძე

მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე „ქართული ღვინის ორდენით“ დაჯილდოვდა
400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება
მეურნე:  ვაზის მესხური ჯიშები  [Video]
მესხურ ტერასებზე ვაზის დარგვა იწყება